პირველი ტური (2019)
გავიღვიძე თუ არა?
ტატო ასანიძე 1283
ბიოგრაფია



ჩემი სახელია ტატო. დავიბადე ვარდობისთვის მეთექვსმეტე დღეს, 1996 -ში. ვარ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი. ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გახლდათ, ამ გადაწყვეტილებას თამამად შეიძლება ეწოდოს გაცნობიერება. გაცნობიერების ნაყოფი კი წერაა. წერა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ის ხომ ხიდია, რომელიც მწერალსა და მკითხველს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩემი ფსევდონიმია „კოი“, რომელიც ჩემმა კოლეგამ - ამელი ნოტომმა თავისდაუნებურად მაჩუქა იმ წიგნის საშუალებით, რომელსაც „არც ევა, არც ადამი“ ეწოდება. სამწერლობო ასპარეზზე ეს ჩემი პირველი წიგნი იქნება, თუმცა მგონია, რომ გამოცდილი მკითხველისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება მისი განსხვავებულობა და სითამამე, მისტიკისა და ფსიქოლოგიის თანხვედრა და სიღრმე. მოხარული ვარ იმით, რომ მაქვს საშუალება, გავხდე ბესტსელერის ავტორი იმ წიგნით, რომლის სახელწოდებაცაა  „გავიღვიძე თუ არა?’’. მჯერა, რომ ჩემი მკითხველი შეძლებს პასუხის პოვნას.

სინოპსისი






ადამიანში არსებობს მისი „მე’’, რომელიც შეგვიძლია, ქვეცნობიერად მოვიხსენიოთ. თუკი ადამიანი ახერხებს „მე’’-ს შეთვისებას ან თუ მომავალში მოახერხებს, ან სულაც ვერ მოახერხებს, ეს მისმა „მე“-მ ყველაზე ადრე იცის. თუკი ადამიანი და მისი ‘’მე’’ ერთარსი არ ან ვერ გახდებიან და ვერ მოიპოვებენ ჰარმონიას, მაშინ „მე’’ დატოვებს ადამიანს. ადამიანი „მე’’- ს გარეშე ძალიან მალე ბუნებრივად განადგურდება ან თავს გაინადგურებს. სრულიად სხვა შემთხვევაა მისი ‘’მე’’. მის ‘’მე’’-ს ცხოვრების, არსებობის, სურვილი ექნება და ის ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერს იზამს, უფრო კონკრეტულად, ის აუცილებლად შეძლებს განსხეულებას - სხვა სხეულის შეძენას.






„უცნაურად აცეცებდა კოი თვალებს და წარმოთქვამდა: „მე’’-ს ყველაფერი შეუძლია, ეს ჩვენ ვართ სუსტები მის გარეშე, მისი გაცნობიერების გარეშე. ჩვენი ‘’მე’’ ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ ცდილობს ჩვენს აზრზე მოყვანას, რადგანაც ეს მის ინტერესებშიც საკმაოდ შედის. ის ჩვენში დაიბადა, მას არ სურს სხვა სახლის ძიება. ჩვენ მისთვის სახლიც ვართ, ძმაც, დაც, დედაც და მამაც. თუმცა, ის მაინც უარს იტყვის ჩვენზე, თუ მრავალი დაიგნორების შემდეგ მას ვერ გავაცნობიერებთ. გაახსენდა კოის მთლიანი წიგნი და ერთგვარი კმაყოფილება იგრძნო, შემდეგ მას ის ადამიანებიც გაახსენდა, ვინც სწორედ ამ წიგნის წაკითხვისთანავე გადაწყვიტა, კოისთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის ისე მიემართა. მიხვდა, რომ რაღაც ისეთს აკეთებდა, რომელიც მისი და მისი „მე’’-ს ჰარმონიული ურთიერთობიდან გამომდინარეობდა. კოი ფიქრობდა, რომ ყოველ მოკვდავში იყო მისტიკის გაელვება, ასევე ფიქრობდა, რომ ყოველი მოკვდავის „მე’’ გასნხვავებულია. შემდეგ მოკვდავები მისტიკურ და არამისტიკურ მოკვდავებად დაჰყო და მიხვდა, უფრო დიდი შანსი ‘’მე’’-ს გაცნობიერებისთვის  მისტიკოსებს ჰქონდათ.“






ამბავი მედაკარგულ ადამიანზე და მის „მე“-ზეა, რომელმაც სიცოცხლე სხვა სხეულის საშუალებით გააგრძელა. მედაკარგული ადამიანის მდგომარეობა მეტად დამძიმებული და უიმედოა. ის სრულ გაურკვევლობაშია. სწორდე ამ დროს, განგების ძალით, იაპონიიდან ჩამოდის ფსიქოლოგი, რომელიც თავისი წიგნის წარმატების გამო, ქართველი მკითხველის მოთხოვნით მოიწვიეს. პრეზენტაციის დასარულს საპრეზენტაციო დარბაზში ერთმანეთს მედაკარგული ადამიანი და იაპონელი ფსიქოლოგი გადაიკვეთნენ.  ვიზიტის ფარგლებში ფსიქოლოგი კოი უცნობის დროებით ფსიქოლოგად იქცა და მის მდგომარეობას ნათელი მოჰფინა.

1283
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი