პირველი ტური (2019)
მოყეფარი კატები
ლევან კაკალაშვილი 777
ბიოგრაფია

მე ვარ ლევან კაკალაშვილი, 18 წლის და ვცხოვრობ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, სადაც ცხოვრობდა ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი. პირველი მოთხრობა ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში დავწერე და მას მერე კალამი ჩემი განუყრელი, საყვარელი მეგობარია. ჩემი ერთ-ერთი მოთხრობა გახდა ზაზა აბზიანიძის რჩეული, ლიტერატურული პრემიის „ამირანის“ ფარგლებში. ჩემი მოთხრობები ასევე დაბეჭდილია ადგილობრივ გაზეთებში და საქვეყნო მასშტაბის გაზეთში, რომელსაც „საქართველოს ლირიკა“ ეწოდება. ჟანრი, წერის სტილი მრავალჯერ შემიცვლია  და ამ ცვილელებებმა მომიყავანა ჩემს უახლეს ქმნილებამდე, რომელზეც თითქმის ნახევარი წელი ვმუშაობდი.

სინოპსისი


ნაწარმოები ეხება უამრავ პრობლემას, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილს მოჰყვება. ორი ახლად დამეგობრებული ადამინაი გადაწყვეტს, რომ გაჭირვებას თავი დააღწიოს, ამიტომ ისინი გეგმას ადგენენ. ამ გეგმის დახმარებით ისინი ადამიანების აღსარებებს იბარებენ ტელეფონის საშუალებით და ამ აღსარებებს შანტაჟისთვის ან ძარცვისთვის იყენებენ. ვერასოდეს გაიგებ, რომ შორს შეტოპე, სანამ უკვე გვიანი არ იქნება! ტექსტი პასუხს გაგვცემს შეკითხვაზე: რაზეა წამსვლელი ადამიანი, როცა მის აშენებულს საფრთხე ემუქრება?


ნაწარმოებში ვხვდებით უცნაურ ხალხს, უცნაური წარსულით: არც-ერთ პერსონაჟს არ ჰქონია მარტივი ცხოვრება და ყველას ბნელი, ძალადობრივი წარსული აერთიანებს.


ტექსტი გაჟღენთილია ოჯახური ძალადობით. აქ ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს აჩვენებენ. ინტრიგები, ჩახლართული სიუჟეტი, შიშები და პიროვნული ღმერთის გარდაცვალება. რა შეუძლია ადამიანს, რომელსაც პიროვნული ღმერთი მოუკვდა? ამ შეკითხვაზე პასუხს ნაწარმოებში იპოვით და არა მხოლოდ ამ შეკითხვაზე...


ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალიან იმის, რასაც ტექსტი შეხვდება მკითხველი. საინტერესო, სექსუალური ფეტიშებით თუ სექსის სცენებით მდიდარი სიუჟეტი ძალიან ბევრ საიდუმლოებას ინახავს, მაგალითად, ვინ არიან „ღამის მცველები“ ან „ნაცრისფერ ქალაქელი დემონები“? რატომ არ აქვს მონეტას ორი მხარე? როგორია იყო ინცესტის ნაყოფი და ამასთანავე არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი? და საერთოდ, რატომ ჰქვია ნაწარმოებს „მოყეფარი კატები“? როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ყველაფრის შესახებ ტექსტში ამოიკითხავთ.

777
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი