პირველი ტური (2019)
შენთან ერთად დაბადება
თეო ჯამასპიშვილი 2839
ბიოგრაფია

1988  წლის  სუსხიან  25 დეკემბერს დავიბადე ქალაქ თბილისში. როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან, ბავშვობიდან ჯიუტი და მგძნობიარე ბუნებით გამოვირჩეოდი.მუდამ ვცდილობდი ჩემ გარშემო  უსამართლობას არ ეზეიმა!..


თერთმეტი წლის ვიყავი, როცა  დედამ  მე და ჩემი  და თბილ, მხიარულ და „სიცოცხლის სამოსახლოდ“ წოდებულ გურიაში ჩამოგვიყვანა.იმ წუთიდან ჩემად გავითავისე ეს მხარე,მას შემდეგ აქ ვცხოვრობ... აქ გავხდი მაკვარანცხი გურული!..


წერა ჩემთვის საყვარელი ჰობია. წლების მატებამ, განცდილი  გრძნობების ავ-კარგმა უფრო დიდი მოთხოვნილება გამიჩინა, რომ ჩანახატებს გავცდენოდი.  და აი,ყოველი დღის ბოლოს, რუტინული სამუშაო დღის შემდეგ,  დიასახლისური მოვალეობებისგან დაღლილი სიმშვიდესა და ჰარმონიას ჩემს ქალიშვილთან ჩახუტების გარდა, წერაში ვპოულობ.როდესაც კალამს ვიღებ,  სულიერებაში კადრები ეწყობა,ფანტაზიები ფრთებს შლის... გრძნობების გადმოცემაში ჩემი ემოციურობა მეხმარება, რომ ჩემი პერსონაჟების  განცდები უფრო ხილული და აღქმადი იყოს.


სინოპსისი


ამ რომანში მსურდა ხაზი გამესვა, რომ ადამიანთა უძირო სევდასა და სიყვარულის გრძნობაზე! ღრმად მწამს, რომ სევდის განკურნების საუკეთესო წამალი სიყვარულია...


ჩემს გონებაში გავაცოცხლე პერსონაჟები,რომელთაც საკუთარი გადაწყვეტილებითვე  ქაოსი შეაქვთ პირად ცხოვრებაში, შემდეგ კი იტანჯებიან, სძულთ მთელი არსებით, ღალატისკენ უნებურად მიდიან და ეშინიათ! შექმნილ ორომტრიალში  მთელი ძალით ცდილობენ დარდისგან თავი დაიხსნან, ბუნდოვან კითხვებზე თავგამეტებით ეძებენ პასუხებს, მესაკუთრეობის გრძნობას   აყოლილები დანაშაულს ადვილად სჩადიან.


მთავარ გმირს - ელენას, ცხოვრებამ ბევრი მიზეზი მისცა, რომ იმედები გაცრუებოდა, მაგრამ ის ინსტინქტებს მინდობილი, მაინც აგრძელებს გზას და ცდილობს, დარჩენილი სიცარიელე კარიერული წინსვლით შეივსოს. თითქოსდა ყველაფერი დინამიურად ვითარდება,ტკივილისგან მიყენებული იარა პირს იკრავს.. .მოულოდნელად  გოგონა სიყვარულის ველურ ქარში  აღმოჩნდება. მისი ტკივილი, მისი დუმილი უკანა პლანზე ინაცვლებს  და ვნებების მორევში ეშვება. სწორედ მასსა და დევიდს შორის დაიბადება ის უხილავი კავშირი, რომელსაც შეუძლია ორი მონათესავე სული სამუდამოდ დააკავშიროს ერთმანეთს...


 

2839
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი