პირველი ტური (2019)
თუ გაიხსენებ
ანა მაწკეპლაძე 2442
ბიოგრაფია



ვარ ანა მაწკეპლაძე, 23 წლის, ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. ფსევდონიმი ენ ჯეინი მეოთხე კლასში ავირჩიე გაურკვეველი მიზეზების გამო(პატარა ვიყავი და არ მახსოვს). ბავშვობიდან, ყველა ემოციას, წყენას, შიშსა და სიხარულს ნაწერში გადმოვცემდი. ვცდილობ, ცხოვრება სამუდამოდ დავუკავშირო წერას.


სინოპსისი


ელიზაბედ ჯეინი უცხო ქალაქში გადადის საცხოვრებლად და სკოლის დირექტორად იწყებს მუშაობას. უცნაური ისაა, რომ გოგონა ჩვეულებრივზე ახალგაზრდა და გამოუცდელია, თუმცა ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვების გარეშე აჰყავთ სამსახურში. ელიზაბედი ყოველ კვირას უკითხავს ბავშვებს წიგნს, რომელშიც მეზობელი ქალაქის, დარქთაუნის ლეგენდებია თავმოყრილი. მას არ ახსოვს თავისი ბავშვობა, ოჯახი, წარსული, ხშირად ესიზმრება ხანძარი და ესმის, როგორ უხმობს ვიღაცა სიზმრიდან. ელიზაბედ ჯეინი ხვდება, რომ ყველა მითი ცოცხლდება და იდუმალი გზებით უკავშირდება მას.
ამბავში გადმოცემულია მტრობა, შიში, სიყვარული და გამუდმებული ბრძოლა ადამიანებსა და ღმერთებს შორის. სტანდარტული სიუჟეტის მიხედვით, სიკეთე უპირისპირდება ბოროტებას, მაგრამ რა ხდება, როცა ბოროტებას უყვარდება სიკეთე? იგი დგება დილემის წინაშე: სიყვარული ან ძალაუფლება.



2442
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი