პირველი ტური (2019)
რა მოხდა ერლსკოტში?
ნათია ჩხაიძე 613
ბიოგრაფია

მე ვარ ნათია ჩხაიძე 30 წლის, ოფიციალური მონაცემებით ქალაქ თბილისიდან, თუმცა ლუკას, ჩემ შვილს რომ ჰკითხოთ, მე ზღაპრების ქალაქიდან ვარ, რომელსაც მისიად მაქვს ძილის წინ საინტერესო ამბები გამოვიგონო და ბავშვებს მოვუყვე. ზღაპრების ქალაქელი ჩემნაირი გოგონები ოცნებობენ ჩვენმა გამოგონილმა ამბებმა ფურცლებიდან იჩურჩულონ ბავშვებისთვის.

სინოპსისი


თრისი და რუფი მეგობრები არიან, რომლებმაც ერთი თვით ერლსკოტის საზაფხულო სკოლაში უნდა ისწავლონ, თუმცა სხვა სკოლებისგან განსხვავებით, ერლსკოტში სწავლა ბავშვებისთვის დაუვიწყარ არდადეგებს ნიშნავს. თრისი და რუფი სკოლაში მატარებლით წავლენ, გზაში ტყუპ დებს, ლორას და მორას გაიცნობენ, რომლებიც ისე ჰგვანან ერთმანეთს, პატარა განმასხვავებელი ნიშნები რომ არა, მშობლებიც ვერ არჩევენ. გაიცნობენ ასევე ალბერტს და მის მეგობრებს. ჩახლართული ამბები კი მატარებლით მგზავრობისას იწყება და სკოლაში ჩასვლის მერეც არ წყდება, რომლთა ამოხსნა მხოლოდ მეგობრობას და ერთმანეთისთვის თავგანწირვას შეუძლია.

613
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი