პირველი ტური (2019)
221B
ანა ტალახაძე 25

ბიოგრაფია


მე, ანა ზურაბის ასული ტალახაძე, ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, დავიბადე 1998 წლის 25 ივნისს ქალაქ ბორჯომში. 2016 წელს დავამთავრე თბილისის N35 საჯარო სკოლა. უნივერსიტეტში ჩაბარების გეგმები არ მქონია, რადგან მომავალში ცხოვრების გარკვეულ ეტაპს ვაპირებ საზღვარგარეთ გავემგზავრო, სადაც ვისწავლი სასურველ პროფესიას (თეატრალურ უნივერსიტეტში), ვიმუშვებ და გავყვები საყვარელ სპორტს, ფრენბურთს, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე ვთამაშობ. ვარ ყოფილი ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ასევე არაეთხელ გავხდი საქართველოსა და თბილის ჩემპიონი. სამწუხაროდ ტრამვის გამო გარგვეული პერიოდი შესვენება მომიწია.


რაც შეეხება ჩემს ჰობს, ის მრავალფეროვანია. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ წიგნებით ძალიან გვიან დავინტერესდი. შედარებით პატარა ასაკში არ მქონია სურვილი რომ წიგნი წამეკითხა და ამით სიამოვნება მიმეღო. რამოდენიმე წლის წინ კი როდესაც პირველი წიგნი ავიღე ხელში მას შემდეგ აღარ გამიშვია. ახლა კი საკუთარ ბიბლიოთეკას ვქმნი და ჩემი ნებისმიერი წიგნის გაჩუქებაზე, გაყიდვასა თუ თხოვებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ძალიან მიყვარს ცეკვა. ვარ აზიური კულტურისა და სამზარეულოს დიდი მოყვარული, ამიტომ 2015 წელს პირველად მივიღე აზიურ (კორეა) ფესტივალში მონაწილეობა, რამაც უფრო მეტად დამაახლოვა აზიასთან და არაერთი მეგობარი, მათ შორის აზიელებიც შემაძენინა. ასევე ჩემს სიაში არის ფილმები, ისინი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგან ყოველი ფილმის ყურების დროს გმირებში ჩემს თავს ვხედავ, როდესაც მარტო ვუყურებ ჩემს საყვარელ პერსონაჟთან ერთად მეც სიუჟეტის ნაწილი, ფილმის პერსონაჟი ვხდები და მეც განვიცდი, ვტირი, მიხარია და შევიგრძნობ მათ ემოციებს.


რაც შეეხება ჩემს ნამუშევარს, მასზე ფიქრი დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე. შთაგონების წყარო არაერთი რამ იყო და ასევე არაერთხელ შემიცვლია. ვაღიარებ, რამოდენიმე დღის წინ ძველ ვერსიას გადავხედე და ახალს შევადარე, დიდი განსხვავება იყო, მივხვდი, რომ გავიზარდე და მსურს ეს ზრდა არ შევწყვიტო. წიგნის თითოეული პერსონაჟი, ჩემი ოჯახის წევრად გადაიქცა და იმედი მაქვს მკითხველის გულებშიც გამოჩნდება მათი ადგილი და შეუყვარდებათ ისინი.


სინოპსისი


თუ ერთმანეთს ბედმა შეგახვედრათ ესეიგი ასეც უნდა მომხდარიყო. ანა ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს. თუმცა მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება როდესაც გაიცნობს პიროვნებას, რომელსაც ყველასგან განსხვავებული ცხოვრება აქვს და ვისზეც თავად ანას მამა და მისი ბავშვობის მეგობარი ნადირობს... ახალი თვსატეხები, ახალი ხალხი მოულოდნელად ჩნდება  და მის ცხოვრებას თვდაყირა აყენებს.

25
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი