პირველი ტური (2019)
დაავარ
მზიური ასუმბანი 444
ბიოგრაფია

დავიბადე  1965 წლის 22 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში. კერძოდ, ამ დიდი სოფლის ერთ პატარა მონაკვეთში- ლახუშდში. უძველესი ტაძრები, ტოპონიმები, ლეგენდები, თქმულებები, საოცარი მდებარეობა, ტრადიციები და წესები პატარაობიდანვე კვებავდა ჩემს ცნობიერებას და მიქმნიდა წარმოდგენას გარესამყაროზე.. სკოლა სვანეთში დავამთავრე. სამედიცინოზე მსურდა ჩაბარება, მკურნალ ექიმობაზე ვოცნებობდი, თუმცა რატომღაც ბოლო წუთებში საბუთები ფილოლოგიურზე  შევიტანე.1992 წელს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ წავედი სამუშაოდ სვანეთში ჩემსავე სკოლაში . რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ შევქმენი ოჯახი და საცხოვრებლად გადავედი თბილისში. მყავს სამი ქალიშვილი. სანამ პატარები იყვნენ დაკვებული ვიყავი მათი აღზრდითა და დიასახლისობით. როცა წამოიზარდნენ გამოვყავი დრო და დიასახლისობასთან ერთად შევითავსე  მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის გაზეთის ( ,,უძლეველი მხედარი“) რედაქტორობა. ბავშვობიდან ვწერ ლექსებს, თუმცა არასოდეს დამიბეჭდავს. ჩემს შემოქმედებაში ეს არის პირველი პროზაული ნაწარმოები.

სინოპსისი

ნაწარმოები ეძღვნება  ე.წ. ,,მზის შვილებს“. - მართალი ადამიანების ,,ღვთიურ მარაგს“ დედამიწაზე. მოქმედება ხდება სვანეთის პატარა სოფელ - ლახუშდში. წიგნის პერსონაჟები ეწირებიან საზოგადოებაში მტკიცედ ფესვგადგმულ ტრადიციულ სტერეოტიპებს, ძველი და ახალი აღთქმის რელიგიურ სინკრეტიზმს კიდევ უფრო ურევს და აბუნდოვანებს ,,საბჭოთა ათეიზმი“, რომლის მიზანი ქრისტიანული რწმენის შელახვა და გაბითურებაა. ეს არის ღვთისა და ადამიანის ძიების რთული პროცესი, ველოდი და არველოდი, ნაწარმოების ლიტერატურული გმირების სახელებია, თუმცა სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ სადაც ,,ველოდი“ გეგულება იქ ,,არველოდი“ გხვდება და ასე მალაყებივით ყირამალა დგება ამბები. მიუხედავად იმისა, რომ შესავალი თითქოს დაუჯერებელი ამბით იხსნება და მკითხველს შესაძლოა თავიდან ზღაპარიც ეგონოს, ნაწარმოები კი 3რეალური, ცხოვრებისეული სატკივარისა და ადამიანურ ღირებულებებიდან გადაცდენის ერთი რთული ისტორიაა.

444
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი