პირველი ტური (2019)
დაუწერელი წიგნების თარო
ნინო ბეროზაშვილი 916

ბიორგაფია







დავიბადე 1980 წლის 12 ივლისს ხაშურის  რაიონის სოფელ ქვიშხეთში.სახელი ბებიამ მაჩუქა,გვარი__მამამ და დაბადების მოწმობაში ნინო ბეროზაშვილი ჩამიწერეს.1986 წლის 1   სექტემბერს  ყავისფერი კაბა ჩამაცვეს,ზედ თეთრი წინსაფარი ამაკრეს და სკოლაში წამიყვანეს.__ასე დაიწყო ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური და საყვარელი თერთმეტწლიანი ცხოვრება ქვიშხეთის საშუალო სკოლის კედლებში.წითელი ყელსახვევის ტარების „ბედნიერება“ არ მღირსებია(არა და როგორ ველოდებოდი?!),რადგან „ძია ლენინი“ სწორედ იმ წელს „დამარხეს“.მერვე კლასში გადავწყვიტე,ჟურნალისტი გავმხდარიყავი და მას შემდეგ აზრი არასოდეს შემიცვლია.ამიტომ სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე სტუ_ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე,რომელიც 2002 წელს დავამთავრე.




წერა ყოველთვის მიყვარდა.ჩემი მოსწავლეობის დროს აქტუალური იყო თავისუფალი თემებისა და ჩანახატების წერა და მეც ხშირად ვიყავი დაკავებული ამ საქმით. ჩემი ორი ჩანახატი დაიბეჭდა გაზეთ „ყაყაჩოში“,რომელიც ხაშურელი მოსწავლეების შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.მოგვიანებით ორი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ “მზეკაბანში“.__აი,სულ ესაა ნინო ბეროზაშვილის  ლიტერატურული ბიოგრაფია,რადგან ჩემი ნაწარმოებების უმეტესობა არის „ლიტერატურა,მხოლოდ უახლოესი მეგობრებისთვის“(ყოველ შემთხვევაში,დღემდე ასე იყო).




 




სინოპსისი







„დაუწერელი წიგნების თარო“__ესაა ნაწარმოები ერთ სამეზობლო-სამეგობროზე,რომლის წევრებიც  60-70 წელს გადაცილებულები არიან და თითქმის ნახევარი ცხოვრება „საცამეტიანვრო ამბების“ ძიებაში აქვთ გატარებული.ესაა ნაწარმოები ადამიანებზე,რომლემბაც უშუალოდ ჩვენს ცხოვრებაში თუ არა,ჩვენს გარშემო მაინც წამიერად გაიელვეს საკუთარი სიკეთით.მინდოდა ასეთი „გაელვებებით“ შემექმნა ერთი დიდი სინათლე,რომელიც ნეგატივით გაჯერებულ გარემოში მიმალულ კარგ ამბებს დაგვანახებდა.აქ მოთხრობილი ყველა ამბავი სინამდვილიდანაა აღებული(თუმცა მათი ზუსტი ასლი არა არის).ვფიქრობ,ნამდვილ ამბებში უფრო მეტი ლიტერატურაა, ვიდრე ჩვენს მიერ გამოგონილ ისტორიებში,რადგან ცხოვრება უფლის შემოქმედებაა ჩვენი მონაწილეობით.




ნაწარმოებში ნაკლები ყურადღება ეთმობა პერსონაჟებისა და გერემოს აღწერა_დახასიათებას,რადგან აქ ვინმეს წონა და თვალის ფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია.მთავარი მათი ნაამბობის წონაა.

916
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი