პირველი ტური (2019)
მოწეულზე საკითხავი
ნიკოლოზ არჩვაძე 1958
ბიოგრაფია


ნიკოლოზ არჩვაძე, 28 წლის, ვარ განათლებით მარკეტერი და მოწოდებით მოგზაური. მქონდა ბედნიერება მესწავლა აშშ-ში და მემოგზაურა ამ დროისათვის 25 ქვეყანაში. მინდა სანამ სამოგზაუროდ სხვა განზომილებაში გავემგზავრები, მანამდე ჩვენი სამყაროს ყველა ქვეყნის ნახვა მოვასწრო.

იდეალური დღე იწყება მზით, საუზმით და ლეპტოპით, რო ვწერო და ვწერო. ვწერ ბავშვობიდან და ძირითადად მაშინ როცა მიჭირს.

P.S. ძირითადად მიჭირს.

წერას აქვს ერთგვარი თერაპიის ფუნქცია. წერის დროს ვწყდები რეალობას და ვიკარგები სხვა სამყაროში. ბოლო დროს დავიწყე მოსაწევთან დაკავშირებული, ნამდვილად გადახდენილი ისტორიების მოგონილით ან ნაფიქრი ფილოსოფიით შევსება და წერილობით მოყოლა ჩემს ბლოგზე https://www.facebook.com/motseulzesakitkhavi, რამაც ონლაინ-მკითხველების მოწონება და ინტერესი დაიმსახურა (ამ შემთხვევაში მაწყევარი და მაგინებელი მკითხველების რეაქციასაც ინტერესში ვთვლი. ფაქტია კითხულობენ და იმიტო მწყევლიან).

მინდა ყველა ეს იუმორით მონათხრობი დეპრესიული ისტორია გამოვცე წიგნად „მოწეულზე საკითხავი.“

სინოპსისი

რომანში „მოწეულზე საკითხავი“, მთავარი გმირი, 25 წლის ვატო გვიყვება თავისი ბავშვობის ძმაკაცების საბას, გუგას, გეგეშას და პაზიკას ისტორიებს, რომელიც ძირითადად გადახდენიათ მარიხუანას თრობის ქვეშ ან მარიხუანას შეძენა/მოპოვებისას. ბიჭები თბილისელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ერთად გაიზარდნენ, ერთ ეზოში.
ვატო მაკლერია, საბა იურისტი, გეგეშა დიჯეი, გუგა და პაზიკა უმუშევრები. ისინი მოსაწევს ყვარობენ, ყოველდღე ეწევიან და დაბოლილზე საუბრით ირთობენ თავს, თან ამ გართობასთან ერთად თავიანთ პირად პრობლემებსაც უზიარებენ ერთმანეთს.

ამავდროულად, ერთი ოცნება აქვთ: მოხვდნენ ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში, რომელიც ჩასულ სტუმრებს სრულ თავისუფლებას ჰპირდება.ვატო და ძმაკაცები შეიძენენ ბილეთებს, ჩაალაგებენ ბარგს, მოიმარაგებენ მოსაწევს და გაემგზავრებიან ქუთაისის აეროპორტისკენ.

„მოწეულზე საკითხავი“ სავსეა ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულების, ოჯახური თუ სხვა ცხოვრებისეული პრობლემების იუმორით გაშიშვლებული ისტორიებით. რომანის ძირითადი ფოკუსი არის ადამიანი და მისი თავისუფლება, თუმცა თანაბრად მიმოიხილავს სამშობლოს, მშობლების, საზოგადოების, ღმერთის და სახელმწიფოს როლს ადამიანის თავისუფლებაში.

1958
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი