პირველი ტური (2019)
ჭეშმარიტად ცოდვილი
მაია ბერეჩიკიძე 348

ბიოგრაფია




მაია ბერეჩიკიძე, ვარ 22 წლის, დავიბადე ლაგოდეხში, ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ვსწავლობ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, მე-4 კურსზე, მინდა რომ ამავე პროფესიით გავაგრძელო სწავლა და კარიერული განვითარება. ვიქნები გულახდილი და ვიტყვი ბავშობაში არ მიყვარდა წიგნების კითხვა, თუმცა ყოველთვის მქონდა საოცარი ფანტაციის უნარი, ვფიქრობ რაც უფრო მეტად გავაცნობიერე თუ რამდენად ღირებული იყო წიგნები, სწორედ მაშინ გახდა ის ჩემი მეგზური. წერის სურვილი რამდნიმე წელია, რაც გამიჩნდა, როცა ამ კონკურსის შესახებ გავიგე მივხდი, რომ ჩანსი მომეცა მეცადა თუ რამდენად შევძლებდი ჩემებური ინტერპრეტაციით შემექნა რომანი. ვფიქრობ რომ იურისტობა და მწერლობა გარკვეულ წილად გავს ერთმანეთს, ერთი მხრივ გიწევს მომხმარებელს შესთავაზო ბუნდოვანი ნორმის განმარტება, ხოლო რაც შეეხება მწერლობას შენ შეგიძლია შენებული გადმოცემით, შენი ხედვით, მკითხველს მიაწოდო სათმელი რომელის გადმოცებაც და შენებურად ჩვენებაც გინდა. აქამდე არასოდეს არ გამომიქვეყნებია არსად ჩემი ნაწარმოები. ეს ნაწარმებიც დაწერილია სპეციალურად ამ კონსურსისითვის, იმედია შევძლებ და ამ წიგნით თქვენს გულეში შემოვაღწევ.




სინოპსისი




როდის არის შესაძლებელი იმის დადგენა, თუ ვინ ხარ სინამდვილეში? იქნებ ამ კითხვებს მთელი ჩვენი არსებობა შევალიოთ და პასუხი მაინც ბუნდოვანი იყოს,  ვიპოვოთ კიდეც, მაგრამ ის არ იყოს რასაც ველოდით.




რას გააკეთებ?




შეგიძლია უბრალოდ მიიღო შენი თავი ისეთი, როგორიც არის? თუნდაც, ყველაზე ამაზრზენი ურჩხული აღმოჩნდე.




ნაწარმოების მთავრი პერსონაჟი, რეზი მაისურაძეა ქორეოგრაფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში თავის დასამკვიდრელად. რეზია მაგალითი თანამედროვე ამბიციური ხელოვანის, რომელსაც სურს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად არ შეუძლია ამ ყველაფერის მიღება.




რეზის ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით ის ებრძვის მოსაწყენ სამყაროს, ცდილობს განსხვავებული იყოს, წარსულს გაექცეს და დაემალოს. ის მალევე იმკვიდრებს თავს და წარმატებული ქორეოგრაფი ხდება, რეზის წარმატება აისახება სხვა სფეროზეც და იგი წვერის მოვლის საშვალებების კომპანიის სახეა. მისი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა სიცარიელე, სწორედ მაშინ როდესაც მას რთული პერიოდი აქვს გამოჩნდება მის ცხოვრებაში ნინია ბერიძე, რომელიც მისი იმედი და დიდი სიყვარული, ხდება, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ეტაობრივად გავიგებთ, როდის შეგეჯახება წარსული როცა მას საერთოდ აღარ ელი. საინტერესესოა რა სურს რეზის სინამდვილეში?




იქნებ მას უნდა პოპულარობა, კრიტიკა, იმის დამტკიცება, რომ მოსაწყენი არ არის. ის განსხვაავებულია, ან იქნებ ის უბრალოდ გამოცარიელებული სხეულია, რომელიც დაიარება და მის გამოსაკვებ რაციონს დაეძებს.

348
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი