პირველი ტური (2019)
სად გაქრა ჯეინი
ლანა ლაგვილავა 1310
ბიოგრაფია

შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც ერთდროულად მწარეც არის და ტკბილიც? ჯიუტი და საოცრად დამთმობი? დამღლელად საინტერესო და ამაღელვებლად მოსაწყენი?


მაშინ გამიცანით. მე ლანა ვარ. გარეგნულად მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ ჩემს სამყაროში რომ შემიძლია ქარიშხლები დავატრიალო.


წერა არ მიყვარს, ვგიჟდები წერაზე. ფიქრის პროცესზე, როცა შეგიძლია დაშალო და თავიდან ააწყო მთები, მდინარეები, მთელი გალაქტიკა.

სინოპსისი


ელაიზა არის ახალგაზრდა, ცნობილი მწერალი ქალი, რომელიც მუშაობს თავის ბოლო რომანზე ,,პლანეტა 84''.


წიგნის მთავარი გმირი არის ჯეინი, რომელიც ახალი სიცოცხლის აღმოსაჩენად საიდუმლო მისიით გაემგზავრა უცნობი პლანეტისკენ და ამ მოგზაურობის დროს დაიკარგა.              საიდუმლო მისიის განხორციელებაში მას ხომალდის კაპიტანი ედვარდ ედისონი დაეხმარა, რომელიც ჯეინზე მთელი არსებით შეყვარებულია.


სახელმწიფო ვერ პატიობს ედვარდს ამ მისიის საიდუმლოდ დაგეგმვას და ამიტომ მას ორმაგი მუხლით ასამართლებს - სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება და საყვარელი ადამიანის - ჯეინის მკვლელობა, რისთვისაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება და მხოლოდ ჯეინის გამოჩენას შეუძლია შეცვალოს მისი ბედისწერა.


წიგნის ავტორს, ელაიზა ემბერს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორის ერთი განსაკუთრებით აქტიურობს და ბოლო დროებში თავისივე რომანის ფრაზებით ესაუბრება, სთხოვს შეხვედრას და ბოლოში ხელწერას ,,შენი ედვარდი“ ასე ასრულებს.


ელაიზა თავიდან გატაცებულია უცნობი ადამიანის ყურადღებით და აზარტულად ერთვება ამ თამაშში, მაგრამ რაც დრო გადის, უცნობის დაჟინებული მოთხოვნა შეხვდეს მას, სახიფათოდ ეჩვენება.


თუმცა, რას მალავს უცნობი, ელაიზას ცხოვრების მთავარი გამოცანა ხდება, ამარცხებს შიშს და მიდის მასთან შესახვედრად.


ნაწარმოების მეორე ნაწილში ირკვევა ვინ არის უცნობი ადამიანი და ვინ არის თავად ელაიზა. რა საიდუმლოს ინახავს ქალის გონება და გადაურჩება თუ არა ის სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ მკვლელს.


 


 

1310
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი