პირველი ტური (2019)
უდაბნოს ვარდი
თათია არჯენიშვილი 68
ბიოგრაფია


ჩემი სახელია თათია არჯენიშვილი. ვარ 22 წლის. დავიბადე  სიღნაღში და ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალ მეცნიერებებზე. მიუხედავად იმისა, რომ წერა ყოველთვის მიზიდავდა, აქამდე რეფერატების გარდა არაფერი დამიწერია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემეძლო მთელი ჩემი ემოციები, სურვილები, ოცნებები და ფანტაზიები გამეერთიანებინა. როგორც იქნა მოვახერხე და გავაერთიანე, ჩემი მცდელობის შეფასება კი თქვენთვის მომინდვია.

სინოპსისი




ანეტა ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვარია, რომელიც შვიდი წლის შემდეგ სამშობლოში გამოფენის გასამართად ბრუნდება, მაგრამ საბედისწერო კაცს, ანდრეას შეხვდება, რომელიც დაისაკუთრებს მის გულსა და გონებას, მის ცხოვრებას კი სურავანდივით მოედება. გამოფენის დღეს ანდრეა ანეტას ეგვიპტის ფარაონთა მეთვრამეტე დინასტიის წარმომადგენლის სამარხიდან მოპარულ ყელსაბამს უგზავნის, რომელსაც უიშვიათესი წითელი ალმასები ამშვენებს. მათი სიყვარული ვნებიანია, ძლიერი და ტკბილი.მაგრამ ერთ ღამეს ანდრეა ანეტას დაუსვამს კითხვას: ,,რას იზამდი თამარ მეფის საფლავი რომ გეპოვა?“ და სწორედ აწედან იწყება მათი იდუმალებით მოცული და თავგადასავლების სავსე მოგზაურობა.

68
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი