პირველი ტური (2019)
ორმედეა
ანნა კუჭავა 20
ბიოგრაფია


ბიოგრაფია: დავიბადე თბილისში, დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჟურნალისტიკის განხრით. ამჟამად ვარ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - GIPA-ს მედია სკოლის მეორე კურსის მაგისტრანტი, პროფესიით კომუნიკაციების სპეციალისტი.




პროფესია 15 წლისამ ავირჩიე და მას შემდეგ არ შემიცვლია აზრი, რადგან ყოველთვის აღმაფრთოვანებდა სიტყვის ძალა და სილამაზე. სიტყვის, როგორც ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტის ცხოვრებისა და საკუთარი თავის შესაცნობად.




გულწრფელად მიხარია და მეამაყება, რომ ქალის სიტყვას საქართველოში სულ უფრო დიდი წონა და მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეს გახდა ჩემთვის შთაგონების წყარო დამეწერა სადებიუტო ტექსტი ქალის ბედზე საქართველოში, მის სურვილებსა და შიშებზე, საკუთარი ბედისწერის თავად განკარგვაზე და გაღებულ მსხვერპლზე, რომლის გარეშეც არ არსებობს გზა საკუთარი თავისუფლებისკენ...

სინოპსისი




1994 წელი, თბილისი, სტუდენტები დათო და მარი საკურსო ნაშრომისთვის ღვინის ნიმუშებს აგროვებენ. შემთხვევით ნაპოვნი უძველესი ქვევრი მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის : მარის წლები აღარ ემატება. მალე მარადიული ახალგაზრდობის ბედნიერება შეყვარებულებისთვის წყევლად იქცევა: შემდეგი 20 წელი ისინი ერთად იქნებიან და სხვადასხვაგვარად შეებრძოლებიან საკუთარ ბედისწერასა და ცდუნებებს, იმის დასამტკიცებლად, რომ სამყაროში მარადიული მხოლოდ სიყვარულის ძალაა…

20
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი