პირველი ტური (2019)
მერე...
მირანდა კუხიანიძე 120
ბიოგრაფია

კუხიანიძე მირანდა, 40 წლის, ამჟამად ვცხოვრობ თბილისში (დროებით რათქმაუნდა), ერთერთ ცხელ კონტინენტზე, კერძოდ აფრიკაში, თუმცა კლიმატი აქ ზუსტად ისეთივეა, როგორც დედაქალაქში. სინამდვილეში ქუთაისში ვცხოვრობ, იმიტომ რომ ჩემი ამომრჩევლის ბიულეტენი იქ მიდის, ჩემი სახლის მისამართზე. სკოლაც იქ დავამთავრე, მაშინდელი რკინიგზის 23-ე, ახლანდელი მე-10, უკვე თხუტმეტი წელია თბილისში ვარ. აქ, 2005 წელს ჩამოვედი. პირველი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და კულტურის სამინისტროს გრანტი ავიღე, რის შედეგადაც მოვხვდი კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში და ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით დავასრულე, პროფესორ ირინე აბესაძის ლექციების სრული კურსი.


მყავს მეუღლე და ორი ულამაზესი ვაჟი. ამჟამად, არ ვმუშაობ, დიასახლისი ვარ.


რაიმეს დაწერა არასდროს მიცდია, რადგან ვფიქრობდი, რომ საკმარისი ცოდნა არ მქონდა მოთხრობის დასაწერად, მითუმეტეს სქელტანიანი რომანის, ამიტომ არასდროს მსგავსი არაფერი დამიწერია.


რომანის, „მერე...“-ს, დაწერა თქვენმა კონკურსმა გადამაწყვეტინა. ძალიან მინდა მონაწილეობის მიღება, ხუთეულში მოხვედრა უპრიანი იქნებოდა. უკვე მივხვდი, რომ რაღაცის დაწერა შემძლებია და ასე გავაგრძელებ.


მისურვეთ წარმატებები!

სინოპსისი


„მერე...“ რომანია, რომლის დაწერის იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, თუმცა იდეა იდეად რჩებოდა აქამდე. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ რომანი მთლიანად დიალოგის სახით დამეწერა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მარტო დიალოგი ძალიან „მშრალი“ იქნებოდა წასაკითხადაც და შინაარსობრივადაც. და მას ახლა რომანის სახით წარმოგიდგენთ.


სიუჟეტი ასეთია, რამდენიმე სკოლის მეგობარი იკრიბება ერთერთის სახლში, რომელიც პატარა ხის სახლია ქალაქგარეთ, პატარა ეზოთი და ფერმით. ზოგ მათგანს დიდი ხანია არ უნახავთ ერთმანეთი. მეგობრები სხვადასხვა სპეციალობის და აზროვნების ადამიანები არიან, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებზე მსჯელობენ. მათ ერთნაირად აწუხებთ, როგორც ქვეყნის ისე ერთმანეთის პირადი პრობლემები, აქედან გამომდინარე ნაწარმოებში რამდენიმე პრობლემაა დასმული, რომელზეც მსჯელობენ და აზრებს და შეხედულებებს უზიარებენ ერთმანეთს, რომელიც ზოგჯერ ჩხუბის მიზეზიც ხდება, მაგრამ ისინი ხომ მეგობრები არიან, და ეს გადამწყვეტი ფაქტორია მათ ურთიერთობაში.


პარალელურად დიალოგი მიმდინარეობს უზენაესსა და ადამიანს შორის, რომელსაც უამრავი კითხვა აქვს და ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებს. კითხვები სტანდარტულია, ისეთი, როგორიც ყველა ადამიანს აწუხებს. ამ ადამიანის კითხვები ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარეობს, ხოლო უზენაესის პასუხები მრავალმნიშვნელოვანია, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს თვითონ გადაწყვიტოს და გამოიტანოს დასკვნა მისი შეხედულების და შეგნების მიხედვით.

120
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი