პირველი ტური (2019)
ვალენტინის სისხლიანი სარკე
გიორგი ზამბახიძე 194
ბიოგრაფია

მე ვარ გიორგი ზამბახიძე, დავიბადე 1999 წლის 30 აგვისტოს  ჩოხატაურის რაიონში, 2005 წელს შევედი სოფ. შუა ამაღლების საჯარო სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა გავაგრძელე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობით გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია.  ბავშვობიდანვე ჩემი ჰობი იყო წერა და კითხვა. ადრეული ასაკიდან დავიწყე ლექსების წერა, შემდეგ  გავაგრძელე  მოთხრობებსა და ჩანახატებზე მუშაობა  და ბოლო 5 წელი კი დრო დავუთმე  სხვადასხვა რომანის შექმნას. ჩემი მცდელობა ყოველთვის იყო, რომ  თითოეულ ნაწარმოებში  ჩამედო მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოებისათვის. სამწუხაროდ, ვერცერთმა ჩემმა ნაშრომმა ვერ მიაღწია მკითხველამდე,  რადგან უბედური შემთხვევის დროს სრულად განადგურდა ჩემი შემოქმედება.  დიდხნიანი დეპრესიიის შემდეგ მე ისევ გავაგრძელე საყვარელი საქმე და მჯერა, მას არასოდეს შევწყვეტ, ჩემი სათქმელი კი ოდესმე აუცილებლად მიაღწევს ადრესატამდე.

სინოპსისი
„ ვალენტინის სისხლიანი სარკე“ ეს არის ისტორია, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს გასცდეს რეალური ცხოვრების ჩარჩოებს და განსხვავებული აზროვნების სამყაროში შეაბიჯოს. გაეცნოს მისტიკურ ქალაქ ბოინს, დაცემულ ანგელოზს, რომელსაც უკვე კარგა ხანია დაუკარგავს ფრენის უნარი და მიწის მტვერს ყლაპავს, მარტოხელა დედას, რომლის რევოლუციური ცხოვრებაც კვერცხიდან დაბადებით იწყება. უსულო კოლიზეუმს, რომელსაც თვითწარმოქმნისა და განადგურების უნარი აქვს. პიკასოების ოჯახს, კლარისასა და საიმონის უჩვეულო სიყვარულის ისტორიას და ა.შ.                                                                                                            ესაა წიგნი იმედგაცრუებაზე, საზოგადოებასა და პიროვნებას შორის არსებულ უფსკრულებზე, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაზე, ცხოვრებასთან ბრძოლასა და მარადიულ სიყვარულზე.                                                                                                                                             მთავარი კი მისტიკური სარკეა, რომელიც ადამიანებს მოსვენების საშუალებას არ აძლევს .

194
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი