პირველი ტური (2019)
დაუვიწყარი ამბავი
შაკო სიხარულიძე 2
ბიოგრაფია

34 წლის , საცხოვრებელი ადგილი თბილისი


ვარ დამწყები მწერალი , ტრიო არის ჩემი პირველი რომანი, 15 წელი ვისწავლე  და ვიმუშავე ჩეხეთში, ბოლო 3 წელი ვმუშაობდი ჰოლანდიის საელჩოში პრაღაში. ამჟამად ოჯახური პრობლემების  გამო ვიმყოფები საქართველოში, თბილისში ვმუშაობ ჩეხეთის საელჩოში . მამაჩემი გახლავთ დავით სიხარულიძე ცნობილი რეჟისორი და კანის ფესტივალის ლაურიატი, გადაღებული აქვს  (ბატი ტასიკო , ბაბაჯანა, ჭირი, გავარდნილები, კვაჭი კვაჭანტირაძე)


წიგნი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და ვთვლი რომ საკმაოდ საინტერესოა .



სინოპსისი


მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც თავს გადამხდა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა.


ამ ამბავმა ძლიერ იმოქმედა ჩემზე და შეცვალა ჩემი ხედვა ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ. რაღაც მხარემ, დადებითი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე, რაღაცამ კი უარყოფითი. მოდი თავს აღარ მოგაწყენთ ზედმეტი ლაი - ლაით და პირდაპირ გადავალ მოყოლაზე. იმედია, თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო და ბევრის მომცემი იქნება, როგორიც იყო ჩემთვის (ამბავი გადმოქართულებულია).


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში არსებობდა პრესტიჟული უნივერსიტეტი რომელშიც სწავლობდნენ გავლენიანი მშობლების შვილები (პოლიტიკისების, დიპლომატების, იურისტების, რეჟისორების და ასე შემდეგ) უნივერსიტეტი განთქმული იყო დიპლომის განსაკუთრებულობით, პროფესორ-პედაგოგთა ავტორიტეტით, სწავლების მაღალი დონითა და რასაკვირველია, ელიტარული საზოგადოებით, ოღონდ ისეთი ელიტარული საზოგადოებით კი არა გია როა სურამელაშვილი, არა, ეგეთი ელიტარულით არა.


Yყველა აბიტურიენტს როდი ღებულობდნენ ამ უნივერსიტეტში, თუნდაც, ბევრი ფული ჰქონოდათ. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სტუდენტის ოჯახიშვილობას, სოციალურ სტატუსს. აქედან გამომდინარე, ყველა მშობლის და ყველა აბიტურიენტის სანუკვარი სურვილი იყო ამ უნივერსიტეტში მოხვედრა და განათლების მიღება, ჯერ მარტო მშობლისთვის რად ღირდა, ძვირფას საზოგადოებაში რომ ჰკითხავდნენ სად სწავლობდა მისი შვილი და ის ქედმაღლურად გასცემდა პასუხს - გენის უნივერსიტეტში და შემდგომ სრული ნეტარებითა და ყელმოღერებით აკვირდებოდა მოსაუბრის რეაქციას, რომელიც აღსავსე იყო აღფრთოვანებით და შურით. ასევე ნებისმიერი გენის სტუდენტი სახელდახელო საუბრისას რომ აღნიშნავდა, თუ სად სწავლობდა, უკვე მეტყველებდა რომ იგი არის შეძლებული, ელიტარული ოჯახიდან და რაც მთავარია, ელოდება დიდი კარიერა და მომავალი, თუ რასაკვირველია, მანამდე არ გადაყვებოდა ნარკოტიკებს და აზარტულ თამაშებს.


ასეთი გახლდათ გენის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ჩვენი სამი გმირი. სამწუხაროდ თხრობის დაწყება ორი მათგანით მომიწევს, რადგან მესამე - მძიმე პახმელიაზე გახლდათ იმ დილით და ლექციებს ვერ ესწრებოდა.


 


 


 

2
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი