პირველი ტური (2019)
ციყვების ავტონომია
რეზო მესხია 106
ბიოგრაფია

მე ვარ რეზო მესხია 35 წლის, ვცხოვრობ თბილისში, პროფესიით ვარ ფინანსისტი და ჩემივე პროფესიით ვარ დასაქმებული, დროდადრო ვწერ მოთხრობებსა და ზღაპრებს მეგობრებისთვის და მათი შვილებისათვის, სახალისოთ, რაც ძალიან მოსწონთ და მოტივაციას მაძლევს. პირველი მოთხრობა სკოლის ასაკში დავწერე, სადაც მთავარი პერსონაჟები იყვნენ ჩემი კლასელები, ძალიან სახალისო გამოვიდა, სამწუხაროდ ორიგინალი დაიკარგა.


სიმართლე გითხრათ ამ დროისათვის კითხვა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ვიდრე წერა, თუმცა ძალიან მომწონს ჩემი გამოგონილი პერსონაჟები და მათი ხასიათები, რამაც გადამაწყვეტინა წერა. აქამდე ჩემი ნაშრომები არსად არ გამომიქვეყნებია მხოლოდ ჩემს  ონლაინ ბლოგზე, რომლის მომხმარებლებიც მხოლოდ ჩემი ნაცნობები არიან.  მიმაჩნია რომ ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე ბევრ საინტერესო ადამიანს ვარ შეხვედრილი, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, ასევე ვთვლი რომ მათი სახით შევძლებ საინტერესო ამბების და პერსონაჟების შექმნას.

სინოპსისი


მოქმედება ვითარდება გამოგონილ სამყაროში, არც გმირები არიან ადამიანები, უამრავი პროტოტიპი და პიროვნება შეიძლება ამოიცნოთ გმირებში.


როდესაც ადამიანს შესწევს ძალა უკეთესობისკენ შეცვალოს საზოგადოების ყოფა, მაგრამ ამ გზაზე ბევრ იმედგაცრუებას ნახულობს, ძალაუფლებისკენ ლტოლვა და შემდეგ მისი შენარჩუნება აბრმავებს და ტირანს ხდის. ნაწარმოების მთავარი გმირიც ამ გზას გადის,  მოხვდება ახალ ,,სახელმწიფოში“ სადაც იწყებს ბრძოლას თანასწორობისთვის, ზოგი პატივს სცემს და მეგობრად მიიღებს ზოგისთვისაც უცხო დარჩება ბოლომდე, თუმცა წინ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს და ბოლოს მათ უპირისპირდება ვინც ყველაზე მეტად შეიყვარა.


- ამას არავინ კითხულობს?


-რას ამბობ, ამის წაკითხვა მხოლოდ ქრუმებს შეუძლიათ


-გასაგებია და ქურუმი როგორ ხდება?


-ქურუმი თავისი სიკვდილის წინ ყოველთვის ასახელებს ახალ ქურუმს


-აჰა გასაგებია.. ამათგან ირჩევენ ალბათ ხომ?- ნოემ თითი ტაძრის ეზოში და ტაძარში მომუშავეებზე გაიშვირა, რომლებიც ტერიტორიაზე ფუსფუსებდნენ, და ნოეს ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ ამდენი ციყვის ყოფნის მიუხედავად, ძალიან სიჩუმე იყო ტაძარში, და ნოეს და აბსალომის საუბარი მოშორებითაც ისმოდა


-ესენი, ტაძრის საძმოა... ესენი ქურუმები ვერ გახდებიან


-რატომ?


-ისინი ტაძარს და ქურუმს ემსახურებიან... იმისთვის რომ ქურუმის მსახური იყო აუცილებალდ მუნჯი უნდა იყო...  ამიტომ როგორც კი ფიცს დებენ მაშინვე სამუდამოდ მუნჯდებიან


-როგორ?


-ენას იკვეთენ საკუთარი ხელით.


-რა საშინელებაა??


-ამას საკუთრი ნებით აკეთებენ არავინ აძალებს, მონები კი არ არიან? ჩვენ მონები არ გვყავს


-მონები არიან!  საკუთარი  სურვილით დამონებულები....

106
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი