პირველი ტური (2019)
სხვა სურნელი
ნინო გაბელაშვილი 741

ბიოგრაფია


გაბელაშვილი ნინო, 28 წლის. დავიბადე ქ. ქუთაისში 1991 წლის 14 აპრილს.


საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, ბევრსაც ვერაფერს მოგიყვებით. მხოლოდ მინდა ავღნიშნო - თუ კი რაიმეს ნიჭი გამაჩნია, მინდა სასარგებლოდ გამოვიყენო.


აქვე დავძენ - ვარ ძალიან ჯიუტი და მიზანსწრაფული. მიყვარს საინტერესო ადამინებთან ურთიერთობა. მე მჯერა, რომ ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა ძალუძთ, მთავარია ვიპოვოთ ჩვენში ძალა - ბრძოლის და უნარი - სიყვარულის. გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ არ არსებობს აუხდენელი ოცნებაც (თუკი ის, რა თქმა უნდა რეალურია) . მწვერვალისკენ მიმავალი რთული გზის გასავლელად დიდი მონდომება და დაუღალავი შრომაა საჭირო.


ეს ნაწარმოები - პირველი სერიოზული მცდელობა და ბევრი ფიქრის შედეგად გადადგმული ნაბიჯია. იმედი მაქვს მკითხველი საინტერესო პერსონაჟებს აღმოაჩენს და მთხრობელის თვალით დანახულ სამყაროში გამოგზაურებთ.


ცარიელი ფურცელი და კალამი ჩემი ბავშვობის განუყრელი მეგობრები არიან და იმედი მაქვს ეს "მეგობრობა" კიდევ მრავალ წელს გასტანს.


გამოქვეყნებული მქონდა მხოლოდ ორი ლექსი (11 წლის ასაკში) ერთ-ერთ გაზეთში, ახლა კი ეგრეთ წოდებულ ლაიქ გვერდზე რამდენიმე ამონარიდი.


წარმატება მინდა ვუსურვო კონკურსის თითოეულ მონაწილეს. ვთვლი, რომ აქ მონაწილეობაც კი გარკვეული წარმატებაა, რისთვისაც მადლობა პალიტრა ლ -ის გამომცემლობას.


 


სინოპსისი


ახალგაზრდა ქალის ერთფეროვან ცხოვრებას არღვევს მისი შინაგანი ეგო, რომელიც მას რომანის წერისკენ უბიძგებს. სოფი გოთუა თითქოს, თავის რომანში ეძებს იმ ურთიერთობებს რომელიც მისი რეალური ცხოვრებისგან განსხვავდება. ეს ნაწარმოები ახალბედა მწერლისთვის ერთდროულად მის ასრულებულ ოცნებად და ცხოვრებისეულ გამოწვევად იქცევა.


მრავალფეროვან შანხაიში გამგზავრებულ ქალს მოუწევს ხიფათით სავსე ბილიკზე სიარული, სადაც იგი ცხადად დაინახავს თავისი მტკივნეული ცხოვრების აღსასრულს და აღმოაჩენს, რომ გრძნნობები გახუნებული ფოთლებივით დასცვივდა.


ამავდროულად რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდა დაოჯახებულ ქალს და მარტოსულ მეომარს, რომელთა გზებიც უცხო მიწაზე გადაკვეთის შემდეგ თავდაყირა დააყენებს მათ არეულ ცხოვრებას და აამღვრევს ისედაც აფორიაქებულ სულებს თუ პირიქით, ეს შეხვედრა იქნება იმ სიოს ამოვარდნა, რომელსც განსხვავებული სურნელი მოაქვს.


 


 


 

741
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი