პირველი ტური (2019)
ჩაინა კონტრასტებიდან
ნიკოლას მაჩაბელი 59
ბიოგრაფია


დავიბადე 1990 წლის 20 იანვარს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ როცა საბჭოთა საქართველოში ვცხოვრობდით, ჩემი დაბადებიდან 4 თვეში საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და მეც საქართველოს მოქალაქე გავხდი, მაგრამ სულ მახსოვს ის ფაქტი რომ ჩემი დაბადების მოწმობა საბჭოთა დოკუმენტია, მწვანე, გახუნებული, რუსული წარწერებით და მახასიათებლებით.


გავიზარდე საბურთალოზე და შესაბამისად გამოვიარე ყველაფერი ის რაც თბილისმა გამოიარა 90-იანებში, სამოქალაქო ომი, დევნილები აფხაზეთიდან, ქუჩური გარჩევები, უშუქობა, მცირე ელიტები, რევოლუციის ხალასი პერიოდი და სტუდენტური მღელვარებანი.  რაც თავი მახსოვს სულ ტრანზაქციას, სულ გარდამავალ პერიოდს გავდივარ.


დავამთავრე თსუ და ამან ჩემზე დადებითად იმოქმედა, თსუ იყო კარი დანარჩენი მსოფლიოს აღმოსაჩენად და პირველ რიგში საკუთარი თავის აღმოსაჩენად. უნივერსიტეტის პერიოდში შევიძინე ლიტერატურული სამეგობრო, ვიყავი ლიტ კლუბის წევრი, ჩემს თანამეგობრებთან ერთად ვმართავდი პოეზიის საღამოებს, ვუშვებდით ლიტერატურულ ჟურნალს, ჩემი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკებში, მაგ. „ლიტერატურული პალიტრა“, „შემოდგომის ლეგენდა“, „მერანი“ და ა.შ.


უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩავები ჩვეულ საოფისე ცხოვრებაში, მაგრამ ლიტერატურა არ მიმიტოვებია, ვწერდი და ვწერ, აქტიურად ვთანამშრომლობ ლიტერატურულ ჟურნალებთან „არილი“ და „ცისკარი 1852“. თითოეულ მათგანში წელიწადში 2-3ჯერ მაინც იბეჭდება ჩემი ნოველები. ჟურნალ არილის ვებ-საიტზე განთავსებულია ჩემი 4 ნოველა, სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდოებიდან შემიძლია დავასახელო ბოლო, რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია, რომელშიც პირველი ადგილი გადმომეცა, ნოველა „ხახვები და ნივრებისთვის“.

სინოპსისი


„ჩაინა კონტრასტებიდან“ - ერთი თანამედროვე ავანტიურისტის თავგადასავალია შორეულ აღმოსავლეთში. მის კვალდაკვალ გავეცნობით ჩრდილოეთ ჩინეთის ცივ და ციმბირულ თავისებურებებს, შევხვდებით უცნაურ გმირებს: სოფიას, სანის, კუნგ ფუს მასწავლებელ ბატონ ვეის და სხვა. ნაწარმოები მოგვითხრობს ქართველი გულჩათხრობილი ახალგაზრდის გაქცევას სამშობლოდან და მის დაუოკებელ ცდას გახდეს მდიდარი და წარმატებული, მისი მონატრება და სიყვარული საქართველოსადმი კი განუსაზღვრელია. ნიკოლასი სასაცილოდ და ირონიულად აგვიღწერს აზიურ ხათაბალებს, აღმოსავლურ სტუმართმოყვარეობას, ჩინურ კულტურას და მის კვალდაკვალ მუდამ ქართულის გახსენებაშია.


„ჩაინა კონტრასტებიდან“ საინტერესო საკითხავი იქნება ყველა ასაკისა და ტიპის მკითხველისათვის, ისინი უჩვეულო სამყაროს აღმოჩენაში გაატარებენ დროს.

59
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი