პირველი ტური (2019)
სადღაც შორს, პირამიდის ჩრდილში
ნიკა სვანიძე 451

ბიოგრაფია




მე ვარ ნიკა სვანიძე, 23 წლის. დავიბადე და გავიზარდე, იოდით გაჟღენთილ, თუმცა აწ უკვე ცემენტის ექსტრაქტით შეზავებულ, შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, ქალაქ ბათუმში. მე-7 კლასში ვიყავი, როდესაც დედამ მომიტანა საჩუქრად წიგნი „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. გამეხარდა თქო ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც წავიკითხე და აი, მაშინ მივხვდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი არა შერლოკ ჰოლმსი, არამედ უოტსონი. მსურდა აღმეწერა სხვისი ნამოღვაწარი ან შემექმნა რაღაც სრულიად ახალი. მე-9 კლასში პირველად ვცადე საკუთარი ძალები ავტორის ამპლუაში და დავწერე მცირე მოთხრობა მეფის კარზე მოღვაწე ჯამბაზზე. იმის შემდეგ შიგადაშიგ ვწერდი მცირე ჩანახატებს, თუმცა მხოლოდ ჩემთვის. პროფესიის არჩევის დროს, ისევ შერლოკ ჰოლმსის გავლენამ იჩინა თავი. საბოლოოდ კი შევჯერდი იურისტობაზე და 4 წელი ვისწავლე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საკმაოდ წარმატებული პერიოდი გამოდგა ეს ჩემს ცხოვრებაში, გავიმარჯვე სწავლის პერიოდში გაცვლით პროგრამაში, ვიყავი უამრაც კონფერენციებზე საერთაშორისო მასშტაბით. საბოლოო ჯამში კმაყოფილებით აღსავსემ ავიღე დიპლომი. ამავდროულად, ჩამომიყალიბდა ხედვა თუ რისკენ ისწრაფოდა ჩემი ინტერესი. გადავწყვიტე, რომ ადამიანის უფლებები იყო ის სფერო, რომელიც მომცემდა შესაძლებლობას მქონოდა კავშირი ჩემს ორ საყვარელ საქმესთან, ლიტერატურასა და სამართალთან. ვფიქრობ, რომ ამ ორ სფეროს შორის კავშირი სწორედ ადამიანის უფლებების განხრით იკვეთება საუკეთესოდ. ამჟამად ვმუშაობ და ვსახავ სამომავლო გეგმებს, ეს ნაწარმოები კი პირველი სერიოზული შეხებაა მწერლობასთან და აქამდე არ მქონია არანაირი სახის გამოქვეყნებული ნაშრომი.

სინოპსისი




სრულიად უცნაურ გარემოში აშენებული ნაგებობა, იწვევს ადამიანების ყურადღებას, თუმცა, ყველა კითხვაზე პასუხი სწორედ პირამიდის ჩრდილში იმალება. ისტორია ვითარდება გამოგონილ სამყაროში, სადაც მთავარი პერსონაჟების ამბავი დრამატულად მიმდინარეობს. ჯოსერი და ლათიფა არის წყვილი, რომელთა ცხოვრება ამ გარემოში მიედინება და მათი ყოველი მოგონება, რაღაც ახალსა და სრულიად უცნაურს გვპირდება. პირამიდა კი ჯოსერმა ააგო, რათა ეჩვენებინა ყველასათვის, თუ რა იყო მშვენიერება და სიკვდილი. თუმცა რეალურად მისი მიზანი სრულიად სხვა რამეს წარმოადგენდა. დალილა კი არის მეზობელი ამ წყვილისა და ჯოსერზე შეყვარებული ქალი, რომლის წარსულიც მხოლოდ ტანჯვასა და სისხლს მოიცავს.




საერთო ჯამში, წიგნი არის ძლიერ ქალებზე, რომლებსაც შეუძლიათ, მიუხედავად ბევრი ტანჯვისა, მყარად იდგნენ და არ დაეცნენ. საქართველოში ქალთა უფლებები ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, ამიტომაც მსურს, რომ ამ წიგნში ვაჩვენო ქალები, რომლებიც იბრძვიან და არ ნებდებიან.

451
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი