პირველი ტური (2019)
მეწამული ჩიტი
ნათია ოსანაძე 151
ბიოგრაფია

არაფერია იმაზე აღმაფრთოვანებელი, როცა ვიღვიძებ და ვხვდები, რომ კიდევ ერთი დღის ცხოვრების თანამონაწილე ვარ. დავიბადე 1984 წლის 29 ნოემბერს და რეალური აღქმის მერე, ამ „ახალი დღის აღფრთოვანებით“ ვცხოვრობ.  დედა მიყვებოდა, რომ „უსახსრობის გამო“ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას გადავურჩი და რატომღაც, მას შემდეგ შევიძულე მდიდრული ცხოვრება და ზედმეტი მატერიები.  მიყვარს, ყველაფერი სადა, მარტივი, სუფთა და მოკლე ტექსტში ჩატეული „დიდი ამბები“. 9 წლის ასაკიდან ვწერ ლექსებს, რაც შეეხება პროზას, ეს ჩემი პირველი გაბედული მცდელობაა.  მგონია, რომ ტექსტი დამუშავების და შევსების შემდეგ, უფრო სრულყოფილ სახეს მიიღებს, თუმცა ვერ გადავეჩვიე, პირვლადქმნილის არშეხებას. ვერაფრით ვახერხებ უკვე დაწერილის ტრანსფორმაციას. ის მიყვარს ისეთი, როგორიც შეიქმნა.

სინოპსისი


წიგნი აღწერს ადამიანის ქვეცნობიერის ადეკვატურ რეაქციას, ცნობიერის დამოკიდებულებაზე. მთავარი მოქმედი პერსონაჟები განიცდიან გაცნობიერებულ  დამოკიდებულებას წამლის მიმართ და გაუცნობიერებელს, ერთმანეთის მიმართ. წიგნში აღწერილია ქალისა და კაცის განსხვავებული შეხედულება, ერთ კონკრეტულ ამბავზე.  ფაქტი თავის მხრივ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენაა, თუმცა ფსიქოლოგიურად „არამდგრადი“ პერსონაჟი - ანა, ამ ფაქტს ძალიან მტკივნეულად და ემოციურად აღიქვამს. იგი ხდება ბულინგის მსხვერპლი და საზოგადოების მხრიდან „ფსიხუშკას“ იარლიყ-მიკერებული, ცდილობს თავი დააღწიოს მის ირგვლივ შექმნილ ქაოსს. ის იკეტება თავის სამყაროში, მოვლენას აღიქვამს როგორც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამბავს“, აიგივებს მას ჩიტთან და კეტავს გალიაში ისე, როგორც სხვა, ბევრი ამბავია მის ქვეცნობიერში  გამოკეტილი. განსხვავება ისაა, რომ ქალისთვის ეს ამბავი, სხვა ამბებისგან განსხვავებით, მეწამულისფერი, კაშკაშა, განსხვავებული, საიმედოა.  ამიტომ მთელი ძალით ებღაუჭება და ცდილობს გადარჩეს, როგორც ადამიანი. ანას გამუდმებით ესაუბრება საკუთარი თავი და  აიძულებს გაუშვას მოგონებები, თუმცა ქალს მიამიტურად სჯერა, რომ სიყვარული გადაარჩენს ყველაფერს. ის, მთელი თრობის მიმდინარეობის პროცეში, ცდილობს მიიღოს პასუხი საყვარელი მამაკაცისგან მის გრძნობაზე, თუმცა ამას ვერ ახერხებს და საბოლოოდ ხვდება, რომ იქ, სადაც დამოკიდებულებაა, სიყვარული ვერ ცოცხლობს.

151
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი