პირველი ტური (2019)
იასამნის ქვეშ
თინა თაყაძე 228
ბიოგრაფია

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც 1990 წლის 21 ოქტომბერს გორში მოხდა, არის ის, რომ მე, დავიბადე. მე, თინა თაყაძე ვარ.  გამიმართლა, არაჩველებრივი პედაგოგების გარემოცვაში აღვიზარდე და ქალაქის ტელე-არხმა ,,თრიალეთმა" მომცა საშუალება, ჩემთვის სასურველ პროფესიებს დავუფლებოდი.

2007 წლიდან ვწერ, ვიღებ და ვამონტაჟებ. ეს, ის საქმეა, რომელიც არასოდეს მბეზრდება. წერა ღრმა ბავშვობიდან დავიწყე, თუმცა, ნააზრევის სხვისთვის გაზიარების კომპლექსის გამო, ფურცელზე  გადატანილ ჩემ აზრებს, ვანადგურებდი.

ეს ,,მავნე" ჩვევა,  7 წლის წინ დავძლიე და ახლა, მსურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხო ის, რასაც ვქმნი.

ეს რომანი, ,,იასამნის ქვეშ" ჩემთვის, განსაკუთრებულია. ვინაიდან მის,  მკითხველამდე მისატანად, ბევრი სირთულის გადალახვა მომიხდა. რომანი, საქართველოში დავიწყე და თურქეთში, ემიგრაციაში, დავასრულე.

ნაწარმოები, რომლის გამოსაცემად სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წავედი, საბოლოოდ ვერ დავბეჭდე და ,,თაროზე შემოვდე".

ახლა, კი, შესაძლებლობა მეძლევა, კონკურსის საშუალებით, მივაწვდინო ის მკითხველს.

პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი მხოლოდ, უნდა გაბრაზდე, ამყევი ფიქრში...


სინოპსისი

არსებობს კითხვები, რომლის დასმასაც ხშირად ვერ ვბედავთ და ისიც კი გვაშინებს, ჩვენ გონებაში, რომ იბადებიან.

რომანი ,,იასამნის ქვეშ", - სავსეა შეკითხვებითა და თავგადასავლებით.

ტომი, რომელიც ღმერთის მიერ შექმნილი პირველი კატაა და მის დასამარცხებლად იბრძვის, დეპრესიულ, ყველასგან მიტოვებულ ქალს, ორი მიზეზის გამო, უმეგობრდება.

პირველი:- ის ფიქრობს, რომ ლილე, ძალიან ჰგავს, სამყაროს პირველ ქალს.

მეორე:- მას სჯერა, რომ ღმერთისა და მისი ქმნილებების საიდუმლოს გაცხადება, სწორედ მას შეუძლია.

სამყაროს პირველი ქალი, რომლის სიახლოვეც, იასამნის ცივი სურნელით იგრძნობა, კატას სთხოვს, ადამიანების ნდობას მორჩეს, რადგან ფიქრობს, რომ ლილეც, ევას მსგავსი ქალია და ძალა არ ეყოფა, საიდუმლოს ამოსახსნელად.

ჯიუტი კატა, პირველ ქალს, პირობას აძლევს, რომ ლილე, მისი საყვარელი მამაკაცისადმი, რომელიც ამჟამად მოძღვარია, მიცემულ სიტყვას შეასრულებს. რადგან ის, ევას კი არა, პირველი ქალის, მსგავსი ქალია.

სამყაროს პირველ ქალს, ხშირად შიში იპყრობს, რადგან ხვდება, რომ მასსა და ღმერთს, აუცილებლად მოუწევთ, მესამედ და საბოლოოდ, ბრძოლა, რომელიც შესაძლოა, სამყაროს განადგურებით დასრულდეს.

ვინ არის ბოროტი ძალა, რომლისაც ყველას ეშინია?!

რას ნანობს შემოქმედი და რა მოხდა, სინამდვილეში?!

228
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი