პირველი ტური (2019)
მოპარული სიყვარული
თინიკო ბერიძე 2839
ბიოგრაფია

ყოველთვის ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ლაპარაკი მეზარებოდა და შესაბამისად ბიოგრაფიის წერაც (თუმცა ხშირადაც მიწევს თუნდაც CV-ის შევსების დროს). მგონია, რომ საკუთარ თავზე უმნიშვნელო დეტალის თქმისასაც კი არ არის ადამიანი ობიექტური. და მაინც - ვინ ვარ მე? თინათინ ბერიძე, საუკუნის თითქმის მესამედი გავლიე (31 წლის ვარ) და ისე ვიცხოვრე, როგორც ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ხოლმე - ყოველდღიურ ერთფეროვნებაში ჩაკარგულმა. ჩემი მთავარი ოცნებაა (არამატერიალური) ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და ფერადი გახდეს.


ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ, რადგან გვერდს ოჯახი და მეგობრები მიმაგრებს. ვცდილობ, ვიყო მეტად ობიექტური და ნაკლებად დამოკიდებული სხვის აზრზე. ბევრს მიაჩნია, რომ ვარ უჟმური (?) და საშინლად ჯიუტი (ამ უკანასკნელს ვეთანხმები). მე რომ ვინმემ მკითხოს, საკუთარ თავს ერთი სიტყვით ასე დავახასიათებ - მხიარული.


რატომ გადავწყვიტე დაწერა - ბავშობიდან ფანტაზიორი ვიყავი, შემეძლო ამბების გამოგონება და სხვებისთვის გაზიარება. როცა წიგნის ან ფილმის დასასრული არ მომეწონებოდა, წარმოდგენაში შევცვლიდი და ისე „ვასრულებდი“, როგორც მინდოდა. ხშირად პერსონაჟთა სასურველი დიალოგები დამირბოდა თავში. დაწერით არასოდეს არაფერი დამიწერია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ მეშინოდა, გაბედულება მაკლდა. ახლა კი დაგავწყვიტე, რომ საკუთარი შიშები დავამარცხო, უფრო გაბედული და თამამი გავხდე. კიდევ ერთი დეტალი - ამ ბოლო დროს ჰოროსკოპებისაც ვიწამე. თუ ვარსკვლავებს დავუჯერებ წელს კარგი წელი მელოდება. ვიფიქრე, რატომაც არა? იქნებ დროა რისკი დავწიო, იქნებ სწორებ მაშინ როცა ამას ვწერ ვარსკვლავები ისე განლაგდნენ, რომ წლების მანძილზე დაგროვილი ნაფიქრალი ფურცელზე გადავიტანო, ის კი  ვიღაცას ბესტსელერად მოეჩვენოს.


ბოლოს ვიტყვი, რომ საშინლად მეოცნებე და ოპტიმისტი ვარ. შიშის მიუხედავად მჯერა, რომ ყველა ადამიანს მხარზე უზის ვიღაც მუზის მსგავსი არსება, უბრალოდ ზოგი მუზა შეიძლება ძალიან მორცხვია. ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ წიგნების სამყაროში ის გაცილებით თვალწარმტაცია, ასე რომ დროა მუზა გავაღვიძო.

სინოპსისი


ენჯი - 23 წლის გოგონააა, ერთი შეხედვით მხიარული გოგონას მიღმა  საიდუმლო იმალება. ის ცდილობს სწორად იცხოვროს და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მას ეხება არავის გაუზიაროს, საუკეთესო მეგობარსაც კი.


ლევანი 27 წლის მარტოსული ბიჭია, ცდილობს დღევანდელი დღით იცხოვროს და მომავალზე არ იფიქროს. მითუმეტეს არ იფიქროს წარსულზე, სადაც ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუებაა.


სოციალურ ქსელში ამოკითხული სტატუსი და მისი გამოყენება უბრალოდ გართობის მიზნით, რომელიც ენჯისა და ლევანის ცხოვრებას საბედისწეროდ დააკავშირებს.


ეს არის წიგნი სიყვარულზე, ტყუილზე, მეგობრობაზე, ბრაზზე, წარსულში დაშვებულ შეცდომებზე... იმაზე, რაც ნებისმიერ ჩვენთაგან შეიძლება შეემთხვეს. შეძლებენ წიგნის გმირები ისე ცხოვრებას, რომ წარსულში, არა მხოლოდ მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მათ ცხოვრებაზე გავლენა არ მოახდინოს? ან შეიძლება კი ტყუილით დაწყებული ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს? იქნებ სანამ რამეს გადაწყვეტს ადამიანი ასმეერთედ უნდა დაფიქრდე, ან პირიქით - ზოგჯერ დაუფიქრებლად მოქცევაა გამოსავალი.

2839
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი