პირველი ტური (2019)
ქუჩის მოჩხუბრის ჩანაწერები
დანიელ ბაბილაშვილი 58
ბიოგრაფია

მე ვარ დანიელ ბაბილაშვილი, დავიბადე დიდი ხნის წინ და ღამით და თბილისში. წელს შევიქნები 44 წლისა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მომაფიქრდა რომ პოეტი ვიყავი, მაგრამ იმ მკითხველებმა ვისაც ჩემი მაშინდელი ლექსები წავაკითხე გადამაფიქრებინეს და უკვე დამოუიდებელი საქართველოს პირობებში მოვიფიქრე კარგ რითმებს ვერ ვპოულობ და მოდი ურითმო რაღაცებს დავწერ მეთქი, ასეც მოვიქეცი, ოღნდ ახლა წინდახედულობა გამოვიჩინე და სხვებს აღარ ვაკითხებდი, რომ არ გადაეფიქრებინებინათ, რადგან ჩემი ნაწერი იშვიათად თუ ვინმეს წაუკითხავს ამიტომ არც არსად გამოქვეყნებულა, თუ ამ კონკურსში რამე წარმატებას მივაღწევ მაშინ ეს პირველი შემთხვევა იქნება რომ ჩემი ბატიფეხური ნაწერი რამე, მეტ-ნაკლებად გასაგებ ფორმას მიიღებს. მადლობა... ვიცი რომ წარმატება მისურვეთ და ამისთვის გიხდით მადლობას.

სინოპსისი


ამ მცირე რომანში მოთხრობილია ბედის უკუღმართობის გამო საწოლს მიჯაჭვული ქუჩის მოჩხუბრის ამბავი, მისი აღსარების მცდელობა. ქუჩის უსახელო მოჩხუბრის მონათხრობი სავსეა სტერეოტიპებით და ყველასათვის ცნობილი სიტუაციებით, თუმცა, შესაძლოა ამ თვალთახედვით ეს ჯერ არ გვინახავს. მოახერხებს თუ არა ქუჩის მოჩხუბარი საკუთარი თავის თვალში რეაბილიტაციას? ესაა კითხვა, რომელიც შესაძლოა მკითხველს გაუჩნდეს.

58
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი