პირველი ტური (2019)
ბარონი
გერონტი გოგინაშვილი 4
ბიოგრაფია

 


მე, გერონტი გიორგის ძე გოგინაშვილი, ეროვნებით ქართველი, დავიბადე გორის რაიონის სოფელ ტირძნისში 1928 წლის 16 იანვარს.


1948 წელს წარჩინებით დავამთავრე ტირძნისის საშუალო სკოლა.


1952 წელს კი გორის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.


1959 წელს დაუსწრებლად დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი მრეწველობის განხრით.


1952 წლიდან ვმუშაობდი სხვადასხვა დარგში პასუხისმგებელ თანამდებობაზე. დაჯილდოებული ვარ რამდენიმე საპატიო სიგელით და ფულადი პრემიით.


1958 წლიდან, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ვმუშაობდი ფირმა „ქარვასლას“ დირექტორად 1992 წლამდე. ამ პერიოდში მწერლობასთან შეხება არ მქონია.


ამავე დროს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს გადავურიცხე გორის აგრო ბანკიდან რემონტის ჩასატარებლად, ჩემი ინიციატივით, ასი ათასი (100000) მანეთი.


1997 წლიდან შევაღე მწერალთა ტაძრის კარები. ჩემს კალამს ეკუთვნის ისტორიული დოკუმენტური რომანები: „ქალბატონი“ (ორ ნაწილად), „დაწყევლილნი“, „ბარონი“, „ულვაშა“, „კაცი რაინდი“, „იოსებ სტალინი“ და „ქორის ბუდე“.


მოთხრობები: „გზას აცდენილი“, „ვინა თქვა ძაღლური ცხოვრება ცუდია“, „ბაშკირა“, პიესა - „მოდას აყოლილნი“.


აღნიშნული რომანები და მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში და იხილებოდა პრეზენტაციებზე.


მწერალთა კავშირმა, ლიტერატორთა და ხელოვანთა ორგანიზაციამ და ადგილობრივმა მთავრობამ 80-85-90 საიუბილეო წელთან დაკავშირებით მომიწყვეს საზოგადოებრივი შეხვედრა გორის სახელმწიფო თეატრში.


ვარ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და ასევე ეროვნული აკადემიის წევრი, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის შიდა ქართლის რაიონული თავმჯდომარე, საქართველოს საერთაშორისო აკადემიის პროფესორი, ამიერკავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ნიკო ლომოურის სახელობის პრემიის ლაურეატი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. ვარ სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.


მეუღლე - ეთერ ვარდიძე იყო პედაგოგი. მყავს 4 შვილი (ყველა უმაღლესი განათლებით), 10 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი.

სინოპსისი


რომანი იწყება 70-იანი წლების საბჭოური ციხის აღწერით, სადაც გამეფებული ვაკხანალია შემზარავ შთაბეჭდილებას სხდენს მკითხველზე.


განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს წიგნის მომდევნო ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია თავადური წარმოშობის ქართველი “კანონიერი” ქურდის ვახტანგ გომართელის (გვარი შეცვლილია) ფათერაკებით სავსე თავგადასავალი.


ვახტანგი შვიდი წლის ბავშვი იყო, როცა მისი მშობლები 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირნენ. მამა დაუხვრიტეს დედა ციმბირში გადაუსახლეს და მერე ცოცხალი აღარც უნახავს...


იზრდებოდა სოხუმის უპატრონო ბავშვთა სახლში, საიდანაც დაიწყო მისი ქურდული კარიერა. ამ პერიოდში ვახტანგ გომართელი დაუახლოვდა საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ერთ-ერთ ბანაკს და მათთან მჭიდრო კავშირმა განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრებაც...

4
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი