პირველი ტური (2019)
ცისარტყელა
ანი მერმანიშვილი 121
ბიოგრაფია

მე ვარ ანი მერმანიშვილი, 26 წლის, 2010 წელს დავამთავრე სიღნაღის საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე  შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად ვცხოვრობ თელავის რაიონში. მყავს ექვსი წლის თომა და მეუღლე.
წერა როდის დავიწყე არ მახსოვს, ალბათ იმ დღიდან, როცა ჩემი ნააზრევის ფურცელზე გადატანა შევძელი.  ვწერდი პატარა მოთხრობებს სკოლის გაზეთისთვის.


პირველი რომანის _ ,,თუ ინანებ“ წერა (გამოქვეყნებულია საიტზე saba.com.ge) მას შემდეგ დავიწყე, რაც მივხვდი, რომ თუ ფანტაზიასა და იდეებს გააერთიანებ,  წინადადებებს თავს მოუყრი და საინტერესო წყობას მისცემ, შესაძლოა,  შენ მიერ დაწერილი ამბის კითხვა ადამიანებისთვის ერთ დიდ სიამოვნებად იქცეს. განსაკუთრებით იმ ამბების, რომელშიც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ და პრობლემატურ თემებს განიხილავ. 2018 წელს დავწერე ,,ცისარტყელა“ და ვფიქრობ აუცილებლად უნდა ვცადო „პალიტრა L“ კონკურსში მონაწილეობის მიღება სწორედ ამ რომანით.

სინოპსისი


ემიგრაციაში წასული დედის თხოვნით, თაია გადაწყვეტს, სოფელში მარტო დარჩენილი, დიდი ხნის უნახავი ბებია მოინახულოს რამდენიმე დღით, მაგრამ ამ ამბავში არაფერი ხდება გეგმის მიხედვით. ოცი წლის თაია მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
ამ რომანში წაიკითხავთ, რამდენად დიდი შეიძლება იყოს  საზოგადოების როლი და გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, შეიძლება თუ არა რომ წარსული განმსაზღვრელი აღმოჩნდეს მომავლის, რისი გადალახვაა შესაძლებელი ტრადიციების ჩარჩოებში მოქცეული კაცისთვის სიყვარულის გამო.

121
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი