15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

საქმესთან გამკლავების ხელოვნება

ავტორი : დევიდ ალენი
ფასი : 14.99 ლარი
სერია : ლურჯი ოკეანე
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 428
ფორმატი : 14/20.1
ISBN : 9789941241062
აღწერა :
წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმ ადამიანების მოსაზრებებისა და თეორიების გაზიარებაა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ეხმარებიან სხვადასხვა ინდივიდს, პროფესიონალებს, ტოპმენეჯერებსა და კომპანიებს წარმატების მიღწევაში. დევიდ ალენის წიგნი და თეორია, რომელიც სტრესის გარეშე პროდუქტიულობის ზრდას, დროში პროცესების სწორად დაგეგმვასა და მათ მართვას გულისხმობს, არის სწორედ ის აუცილებელი საკითხავი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, პროდუქტიულობის ზრდაში და რაც ყველაზე მთავარია, გაგათავისუფლებთ სტრესისგან. დამეთანხმებით, რომ სტრესისგან თავისუფალი გონება გაცილებით ნაყოფიერია, უკეთესად მუშაობს და შესაბამისად, გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“ არის წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, გაგათავისუფლებთ სტრესისგან და მოგცემთ საშუალებას მუდმივი განვითარებისა და წინსვლისკენ.

მთარგმნელი:  ეკა მაჩიტიძე