image
ერნესტ კლაინი
წლები: 29 მარტი 1972
აღწერა:
ამერიკელმა მწერალმა, ერნესტ კლაინმა, ჭეშმარიტად "ამერიკული გზა" გაიარა, სანამ თავის მოწოდებას მიაგნებდა - წლების განმავლობაში, მუშაობდა მზარეულად სწრაფი კვების ობიექტში, პლაზმის დონორად კლინიკაში, გამყიდველად ელიტურ ვიდეომაღაზიაში, უპილოტო თვითმფრინავის ტექდამხმარედ. ყოველთვის კირკიტა იყო და... ყოველთვის უყვარდა ფიქრი. ბოლოს გადაწყვიტა, 80-იანი წლების მდიდარ პოპკულტურას ჩაღრმავებოდა და კინოსცენარების შექმნაშიც მოესინჯა ბედი. მისი სცენარის მიხედვით 2009 წელს გადაღებული - "ფანები", თაობის საკულტო ფილმი გახდა. ამჟამად ერნი ცხოვრობს ტექსასის შტატში, პატარა ქალაქ ოსტინში, ცოლთან და ქალიშვილთან ერთად. სახლში ვიდეოთამაშების უდიდესი კოლექცია აქვს.
Email
ავტორის წიგნები