image
თომას მანი
წლები: 6 ივნისი 1875 - 12 აგვისტო 1955
აღწერა:
პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე ლიუბეკელი მოვაჭრის თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსი ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში '„და სილვა–ბრუნსი, წარმომავლობით გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიური წარმოშობის ბრაზილიელი კრეოლის შთამომავალი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი (1871-1950), უმცროსი ძმა ვიქტორი (1890–1949), და იულია (1877–1927, თვითმკვლელობა) და კარლა (1881–1910, თვითმკვლელობა). მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.
1881 წელს თომასის მამა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად გაიყიდა ოჯახის საწარმო და მანების სახლი ლიუბეკში. მეუღლესა და შვილებს მოუწიათ მიღებული თანხის პროცენტებზე ცხოვრება.
Email
ავტორის წიგნები