image
აგათა კრისტი
წლები: 15 სექტემბერი 1890 - 12 იანვარი 1976
აღწერა:
აგათა მერი კლარისა მილერი დაიბადა 1890 წლის 15 სექტემბერს ტორკში,ინგლისში.მისი მამა,ფრედერიკი მოგზაური იყო.უბრალო ვიქტორიანულ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იყო, უფროსი და მეჯი და ძმა – მონტი. წერა დის მიბაძვით დაიწყო – რომელსაც ძალიან მხიარული მოთხრობები გამოსდიოდა. აგათამ კი გადაწყვიტა, შიშისმომგვრელი მოთხრობა დაეწერა, მშობლებს არ მოეწონათ და უთხრეს კიდეც ქალიშვილს. გოგონამაც დიდი ხნით აიღო ხელი თხზულებების წერაზე.როდესაც  მამა გარდაიცვალა,აგატა კიდევ უფრო დაუახლოვდა დედას.ქმრის გარდაცვალების შემდეგ კლარამ მოგზაურობა პატარა აგატასთან ერთად დაიწყო.
გარდაიცვალა 1976 წელს ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში. ახლობლები მძიმედ განიცდიდნენ დანაკარგს, მაგრამ ყოველთვის ახსოვდათ აგათას სიტყვები: ,,სიკვდილი –ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კი ოდესმე შეიძლება გადახდეს ადამიანსო”. უკანასკნელ დღეებამდე შეინარჩუნა იუმორის გრძნობა და უნარი, გახარებოდა ყოველი დღის გათენება: ,,მე მიყვარს სიცოცხლე და ვიცი, რომ თვით ყველაზე მძიმე გამოცდასაც კი შემოაქვს მასში რაღაც კარგი.”
Email
ავტორის წიგნები