15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ავტორი

მაყვალა მრევლიშვილი

წლები : 14.02.1909 -05.09.1992
აღწერა :
ქართველი საბავშვო პოეტი მაყვალა მრევლიშვილი დაიბადა 1909 წლის 14თებერვალს, სიღნაღში. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი „ლექსები“ 1940 წელს. ქართველმა ბავშვებს შორის პოპულარული იყო მისი ლექსები „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, პოემები „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა. მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“.