image
ჯემალ ქირია
წლები: 1940
აღწერა:
ქართველი მწერალი. ჯემალ ქირიას ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი", რომელიც 1973–1975 წლებში დაიწერა და ოთხმოციანი წლების "ცისკარში" იბეჭდებოდა (№ 3–8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად. არის ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორი – მისი ზღაპარი-რომანი "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" გამოაქვეყნა გამომცემლობა "ნაკადულმა" ("ბაციკუკუ", 1991), შემდეგ ეს წიგნი ინგლისურად თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა და გამოცემულია აშშ-ში (Baldie, Publish America, Baltimore, 2005).
Email
ავტორის წიგნები