image
სელმა ლაგერლეფი
წლები: 1858 - 1940
აღწერა:
შვედი მწერალი, ქალი, რომელმაც პირველმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს. 1858 წლის 20 ნოემბერს შვედეთის პროვინცია ვერმლანდში, მემამულის ოჯახში დაიბადა. 1881 წელს მამამისის ნების წინააღმდეგ სტოკჰოლმს გაემგზავრა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად. სწავლის დასრულების შემდეგ 1885 წელს ქალაქ ლანდსკრუნის სკოლაში მოეწყო სამუშაოდ. ამ ხანებში მისი პირველი წიგნი „საგა იოსტა ბერლინგზე“ (Gösta Berlings saga, 1891) ჩნდება. ამ წიგნში ფოლკლორული სიუჟეტები უხვად არის გამოყენებული, სწორედ ამ ნაწარმოებმა აქცია სელმა ცნობილ მწერლად. ამას ნოველების ორი კრებული მოჰყვა: „უხილავი ჯაჭვები“ (1894) და „დედოფლების კუნგაჰელაში“ (1899). 1901-1902 წლებში ლაგერლოფი თავის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ რომანს, „იერუსალიმს“ ქმნის, სადაც პალესტინაში ემიგრირებული შვედი ქრისტიანების შესახებაა მოთხრობილი.

Email
ავტორის წიგნები