image
ვიქტორია ავეიარდი
წლები: 1990
აღწერა:
ვიქტორია ავეიარდი ამერიკელი მწერალი და სცენარისტია. დაიბადა 1990 წლის 27 ივლისს მასაჩუსეთსის შტატის პატარა ქალაქ ლონგმიდოუში. შემდეგ გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კინოდრამატურგის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. თავისი სადებიუტო რომანი „წითელი დედოფალი“, პირველი წიგნი ამავე დასახელების ციკლში, რომელიც თავდაპირველად ტრილოგიად ჰქონდა ჩაფიქრებული, უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ დაწერა. წერს სცენარებსაც, უყვარს კითხვა და ფილმების ყურება. მისი საყვარელი ფილმებია: „ბეჭდების მბრძანებელი“, „იურული პარკი“, „ვარსკვლავური ომები“ და „დამოუკიდებლობის დღე“. ჰობიც აქვს _ ავტომობილით მოგზაურობა. არის Goodreads Choice Awards Best Debut Goodreads Author-ის სამგზის ლაურეატი ნომინაციაში „ფენტეზი მოზარდებისთვის და სამეცნიერო ფანტასტიკა“. 2013 წელს „წითელი დედოფლის“ მიხედვით სერიის ეკრანიზაციის უფლება „Universal Pictures“-მა იყიდა.
Email
ავტორის წიგნები