image
მაიკლ ჯ. სალივანი
წლები: 1961
აღწერა:
მაიკლ ჯ. სალივანი 8 წლის იყო, როცა მეგობრის სახლში ძველი საბეჭდი მანქანა აღმოაჩინა და დაბეჭდა: ,,ეს იყო ბნელი და ბობოქარი ღამე. და გაისმა გასროლა". ასე დაიბადა ეპიკური და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორი, რომელსაც არასოდეს განელებია სურვილი სუფთა ფურცლები შეევსო. ის წერდა წიგნებს თავისი ცამეტი წლის შვილისთვის, რომელიც დისლექსიით იტანჯებოდა. პატარ-პატარა, ფრაგმენტული, იოლად საკითხავი ეპიზოდებისგან, მოგვიანებით, შეიქმნა ვრცელი, დაუვიწყარი ამბები მრავალფეროვან სამყაროზე - რაინდებზე, ჯადოქრებზე, ჯუჯებსა თუ ურჩხულებზე. დღეს მაიკლ ჯ. სალივანი ფერფაკსში, ვირჯინიის შტატში ცხოვრობს და თავის მაგიურ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვასა და ცარიელი ფურცლების შევსებას განაგრძობს.
Email
ავტორის წიგნები