image
დავით გურამიშვილი
წლები: 1705 - 1792
აღწერა:
ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეომაბ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია. ლირიკულ ლექსებთან ერთად „დავითიანში“ ორი პოემაა შესული; პირველი ისტორიული ხასიათისაა და პირობითად „ქართლის ჭირი“ ეწოდება. „დავითიანში“ ჩართული მეორე პოემა „ქაცვია მწყემსი“ ან, როგორც თვით ავტორი უწოდებს, „მხიარული ზაფხული“, პირველი საყოფაცხოვრებო ხასიათის თხზულებაა ქართულ მწერლობაში. გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. „დავითიანი“ მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია რამდენიმე სხვა უცხოურ ენაზე.


Email
ავტორის წიგნები