15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ავტორი

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

წლები : 1811 -1896
აღწერა :
ამერიკელი აბოლიციონისტი და მწერალი. მისმა რომანმა ბიძია თომას ქოხი (1852), რომელიც აღწერს აფრო-ამერიკელების მაშინდელ მონურ ცხოვრებას, ძალიან დიდი პოპულარობა და გავლენა ჰპოვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. ამ რომანმა შტატების ჩრდილოეთ ნაწილში, ძალიან დიდი სტიმული მისცა მონობის წინააღმდეგ მებრძოლთა ძალებს, რამაც შტატების სამხრეთ ნაწილში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მის კალამს ეკუთვნის 20-ზე მეტი წიგნი, რომელიც მოიცავს რომანებს, სამოგზაურო მემუარებს და სტატიებისა და წერილების კოლექციას.