15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ავტორი

უილიამ ფოლკნერი

წლები : 25 სექტემბერი 1897 -6 ივლისი 1962
აღწერა :
ამერიკელი მწერალი მისისიპიდან, ნობელის პრემიის ლაურეატი. წერდა რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს, ესსეებსა და სცენარებს. მის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად გამოგონილ იოკნაპატოფას ოლქში ხდება, რომელიც მისისიპიში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ფოლკნერმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ხშირად საკმოდ რთული აღსაქმელია, ის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროზაიკოს-მწერლად ითვლება. ფოლკნერის წერის სტილი გამოირჩევა დიქციისთვის შერჩეული გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის მინიმალისტური სტილისგან კონტრასტით. ითვლება, რომ ფოლკნერი ერთადერთი ნამდვილი ამერიკელი მოდერნისტი პროზაიკოსი იყო 1930-იანებში, რომელმაც განაგრძო ექსპერიმენტალური ტრადიცია ევროპელი მწერლებისა — ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი და მარსელ პრუსტი. მის ნამუშევრები თვალსაჩინო მაგალითია ისეთი ლიტერატურული ტექნიკის გამოყენების, როგორიცაა ცნობიერების ნაკადი, რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან თვალსაზრისი, და თხრობის დროთა ცვალებადობა.