image
სემიუელ ბეკეტი
წლები: 13 აპრილი 1906 - 22 დეკემბერი 1989
აღწერა:
ირლანდიელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. წერდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. პროზაული და პოეტური ნაშრომების მიუხედავად ბეკეტის სახელი, უპირველეს ყოვლისა, მაინც აბსურდის დრამასთანაა დაკავშირებული. მის სავიზიტო ბარათად ქცეულია 1952 წელს დაწერილი პიესა გოდოს მოლოდინში. ბეკეტის მკაცრი, მინიმალისტური შემოქმედება ძირითადად ადამიანური არსებობის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულებითაა ცნობილი. თუმცა ეს პესიმიზმი მის პიესებში ყოველთვის იუმორს უკავშირდება და საბოლოოდ განქიქების სახეს იღებს. 1969 წელს სემიუელ ბეკეტი ნობელის პრემიას იღებს ლიტერატურაში.
Email
ავტორის წიგნები