image
შარლ პერო
წლები: 12 იანვარი 1628 - 16 მაისი 1703
აღწერა:
ფრანგი პოეტი, კრიტიკოსი, მეზღაპრე. საფრანგეთის აკადემიის წევრი 1671 წლიდან. ეკუთვნის პოემები, დიალოგები, სატირა ლექსად. მსოფლიო სახელი მოუხვეჭა ზღაპრების კრებულმა „დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები“ (1697), რომელშიც შევიდა კარგად ცნობილი „წითელქუდა“, „ლურჯწვერა“, „ჩექმებიანი კატა“, „ცეროდენა“ და სხვა. ამ ზღაპრების სიუჟეტები თითქმის მოარული გახდა; დაიწერა არაერთი მუსიკალური ნაწარმოები, ითარგმნა მრავალ ენაზე. პეროს ზღაპრებმა ხელიშეუწყო ფრანგული ლიტერატურის დემოკრატიზაციას, ამ ჟანრის შემდგომ განვითარებას არა მარტო ფრანგულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში.
Email
ავტორის წიგნები