image
ჯეიმზ ჯოისი
წლები: 2 თებერვალი 1882 - 13 იანვარი 1941
აღწერა:
ჯეიმზ ავგუსტინ ჯოისი დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში, დუბლინის გარეუბან რეთგერში. იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო. მისი ორი ტყუპისცალი ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას ტიფით გარდაიცვალა. ჯოისების ოჯახი წარმოშობით ფერმოიდან, კორკის საგრაფოდან იყო. ჯოისის მამა და პაპა მდიდარი ოჯახის შვილებზე დაქორწინდნენ. 1887 წელს ჯეიმზის მამა ჯონ სტანისლოს ჯოისი გახდა ადგილობრივი ყადაღის შემგროვებელი, რამაც ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯოისები საცხოვრებლად გადავიდნენ შედარებით პრესტიჟულ ქალაქ ბრეიში, დუბლინიდან 12 კილომეტრის დაშორებით. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის პატარა ჯეიმზს უკბინა ძაღლმა, რამაც მომავალში დიდი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე, ჩამოუყალიბდა რა ძაღლებისადმი შიშის სინდრომი. ჯეიმზს ასევე ეშინოდა გრუხუნის. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბავშვობაში დეიდა ზღაპრებში გრუხუნს აღწერდა, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელს.[15]1981 წელს ჯოისმა დაწერა პოემა “Et Tu Healy” ჩარლზ სტიუარტ პარნელის გარდაცვალების პატივსაგებად. ჯოისის მამას არ მოწონდა პარნელი მისი კათოლიკურ ეკლესიაზე დამოკიდებულებითა და ირლანდიის ჰოუმრულის ინიციატივის ჩავარდნის გამო. უფროსმა ჯოისმა დაბეჭდა პოემა და პროტესტის ნიშნად გააგზავნა ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იმავე წლის ნოემბერში, ჯონ ჯოისი ოფიციალურად გაკოტრდა, ხოლო 1893 წელს ჩამოართვეს სახელმწიფო პენსია, რამაც ოჯახში დიდი ფინანსური პრობლემები წარმოშვა.სტრესის ნიადაგზე ჯონ ჯოისს სასმელისადმი მიდრეკილება ჩამოუყალიბდა.
Email
ავტორის წიგნები