15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ახალი წიგნები



თვის ბესტსელერები



ბლოგი


10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ზაფხულში წიგნის კითხვისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავალში მოგზაურობისთვის ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს. გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მკითხველისათვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ:   ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - მე არ ვარ ნეონი "მე არ ვარ ნეონი" - 2019 წლის ბესტსელერის  "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანია. თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს. „ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი,“ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი. „სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ეს რო­მა­ნი", - ლია თოფურია, რედაქტორი.   მარკ მენსონი - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი. გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის პირველი ადგილი დაიკავა. საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა. წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო. მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.     ნოელ სტრიტფილდი - საბალეტო ფეხსაცმელები გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია! პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა. გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს. წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?     კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი" წიგნის მიხედვით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა 2006 წელს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი ასრულებენ. რომანისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოწოდებულია ფრაგმენტულად, ე.წ. "ფლეშბეკების" დახმარებით. ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა _ საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული. ასეთი გზის დასასრული კი... ვინ არის ილუზიონისტი: ჯადოქარი, თუ უბრალოდ მსახიობი, რომელიც სასწაულმოქმედის როლს თამაშობს?   უილიამ სტაირონი - "სოფის არჩევანი" პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერლის უილიამ სტაირონის ამ რომანში ეგზისტენციალური და რეალისტური ტენდენციები ერწყმის ერთმანეთს. წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ­მა ალან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და. რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?.     ნოდარ დუმბაძე - ლექსები ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები გამოქვეყნებისთანავე შეიყვარეს პატარებმა, ეს დიდი ხნის წინ, 1950 წელს მოხდა.   მას შემდეგ მრავალი კრებული დაიბეჭდა, თაობები აღიზარდა სიყვარულით სავსე სტრიქონებზე. ეს ახალი კრებული ყველასათვის საყვარელი მწერლის მზით გამთბარ ლექსებს აერთიანებს. მზე იყო მისი შემოქმედების უმთავრესი მეტაფორა, სიმბოლო და პერსონაჟიც კი…     ვასო გულეური - ნეტავ, მალე გავიზრდები?! "ნეტავ, მალე გავიზრდები?!" თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია. ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან. ვინი პუჰის თავგადასავლები ვინი პუჰი ყველა ბავშვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში პატარა გაეცნობა ოთხ ჯადოსნურ მოთხრობას, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს გვიამბობს. წიგნის გვერდები გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვს თვალწინ დაუხატავს მოთხრობილ ამბებს. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ ტექსტი, რომელსაც ეს წიგნი მოიცავს, 2012 წლის დეკემბერში, TEDxEuston-ზე, აფრიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის სიტყვით გამოსვლის მოდიფიცირებული ვერსიაა. "TED-ის ფორმატით მოწყობილ კონფერენციებზე გამოსვლის გამოცდილება რამდენიმე წლით ადრე მივიღე, როცა ჩემს სიტყვაში „ერთი ამბის საფრთხე“ ვილაპარაკე, თუ როგორ შეიძლება სტერეოტიპებმა შემოსაზღვრონ და განსაზღვრონ ჩვენი  მოსაზრებები, განსაკუთრებით, აფრიკის შესახებ.  მეჩვენება, რომ სიტყვა „ფემინისტი“ და ფემინიზმის იდეაც კი სწორედ ასეთი სტერეოტიპებითაა შეზღუდული. როცა ჩემმა ძმამ ჩაკსმა და საუკეთესო მეგობარმა იკემ, რომლებიც TEDxEuston -ს უწევდნენ ორგანიზებას, კონფერენციაზე გამოსვლა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. გადავწყვიტე, ფემინიზმზე მელაპარაკა, რადგან ეს ის საკითხია, რომელზეც ბევრი მაქვს ნაფიქრი. ვვარაუდობდი, რომ  პოპულარული თემა არ ამირჩევია, მაგრამ იმედი მქონდა,  საჭირბოროტო დისკუსიას მაინც  წამოვიწყებდი. ასე დავდექი სცენაზე იმ საღამოს. თავს ისე  ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში – კეთილი და ყურადღებიანი აუდიტორია მყავდა, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ამ აუდიტორიას შეეძლო ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბოლოს კი,  როცა ფეხზე წამომდგარი ხალხი დავინახე და ოვაციები ჩამესმა, გულში იმედი ჩამესახა", - ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი.   ფიოდორ დოსტოევსკი - იდიოტი ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები 170-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 15 მილიონამდე აღწევს. მისი რომანი „იდიოტი“ ერთ-ერთი საუკეთესოა მის მრავალრიცხოვან ნაწარმოებთა შორის. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ამ კლასიკოსი მწერლის გამორჩეული რომანი, რომელშიც ადამიანის ტანჯვის ასახვა ჭეშმარიტი ჰუმანიზმითაა გამსჭვალული, მაშინ ეს ზაფხული აუცილებალად უნდა გამოიყენოთ.

25 ივნისი, 2020 წ.

ზაფხულში საკითხავი ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის

ახალი წიგნი ახალი თავგადასავალია. ზაფხულის ცხელ დღეებს კი კითხვა და თავგადასავლები ყველაზე მეტად უხდება. ზღვის სანაპიროზე, სოფელში დასვენებისას, მგზავრობისას თუ დამღლელი დღის ბოლოს, ჭიქა ცივ ყავასთან ერთად მხატვრული ლიტერატურა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ზაფხულში თავისუფალი დრო მეტი გვაქვს. ახალი, საინტერესო გამოცემების სია კი ძალიან გრძელია. ქვემოთ მოცემული წიგნები არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ. გთავაზობთ ზაფხულში საკითხავ ტოპ 10 წიგნს მხატვრული ლიტერატურიდან:   უილიამ სტაირონი - "სოფის არჩევანი" პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერლის უილიამ სტაირონის ამ რომანში ეგზისტენციალური და რეალისტური ტენდენციები ერწყმის ერთმანეთს. წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ­მა ალან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და. რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?.   კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი" წიგნის მიხედვით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა 2006 წელს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი ასრულებენ. რომანისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოწოდებულია ფრაგმენტულად, ე.წ. "ფლეშბეკების" დახმარებით. ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა _ საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული. ასეთი გზის დასასრული კი... ვინ არის ილუზიონისტი: ჯადოქარი, თუ უბრალოდ მსახიობი, რომელიც სასწაულმოქმედის როლს თამაშობს?     ჯერომ სელინჯერი - "ფრენი და ზუი" ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ოს­ტა­ტი, უმე­ტე­სად ბავ­შვი და მო­ზარ­დი გმი­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მწვა­ვედ გა­ნიც­დი­ან კონ­ფლიქ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა ტრა­გიზ­მი, გა­უ­ცხო­ე­ბა, მარ­ტო­ო­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, დეპ­რე­სია, პრო­ტეს­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სი­ყალ­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბი­სად­მი – ეს მე–20 სა­უ­კუ­ნის ერთ–ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რი ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბაა. ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი მას ძი­რი­თა­დად რო­მა­ნით „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ იც­ნობს, თუმ­ცა ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია მისი მო­თხრო­ბე­ბიც - „9 მო­თხრო­ბა“ და "ჭერი ას­წი­ეთ, დურ­გლე­ბო და სი­მო­რი, შე­სა­ვა­ლი“; "ფრე­ნი და ზუი". ”ფრე­ნი და ზუი” გლა­სე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბის ციკ­ლის ნა­წი­ლია. წიგ­ნი 1961 წელს გა­მო­ი­ცა და ორ მოზ­რდილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ფრე­ნი და ზუი (და-ძმა). ნოელ სტრიტფილდი - საბალეტო ფეხსაცმელები გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია! პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა. გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს. წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?       ოდრი ნიფენეგერი - "დროში მოგზაურის ცოლი" ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი 2003 წელს გა­მო­ვი­და. ავ­ტორ­მა ძლი­ე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ეს იყო ჰენ­რი­სა და კლე­რის ის­ტო­რი­ის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ფიქ­ცი­ი­სა და რო­მან­ტიზ­მის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია, და­გა­ფიქ­რებთ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, და­კარ­გვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება. გამოცემიდან, მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, წიგნის 2,5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლი­ა­რი გა­ი­ყი­და და არა­ერ­თი ჯილ­დოც, მათ შო­რის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მი­ი­ღო. 2009 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით. ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის ამ სა­ინ­ტე­რე­სო ბესტსე­ლე­რის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა ბრედ პი­ტი­სა და ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის კი­ნო­კომ­პა­ნი­ამ Plan B Entertainment–მა 2003 წელს იყი­და, როცა რო­მა­ნი მწე­რალს არც ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი. რე­ჟი­სორ რო­ბერტ შვენ­ტკეს ფილ­მი კი ეკ­რა­ნებ­ზე 6 წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. მას­ზე შემ­ქმნე­ლე­ბი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. 2010 წელს ფილ­მი რამ­დე­ნი­მე ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიც გახ­და. კი­ნო­ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში მთა­ვარ რო­ლებს ერიკ ბანა და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სი ას­რუ­ლე­ბენ.   ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე" ინგლისელი კლასიკო მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ნა­ზია ღამე“ მო­ი­ცავს ხუ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდს და მოგ­ვი­თხრობს ამე­რი­კელ­თა ერთ ჯგუფ­ზე, იმ­ხა­ნად ევ­რო­პა­ში რომ ცხოვ­რობ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ექი­მი დიკ და­ი­ვე­რი ოც­ნე­ბობს მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბა­ზე. ჩი­კა­გო­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვილ­ზე ნი­კოლ­ზე ქორ­წი­ნე­ბა კი მის სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რას წერ­ტილს და­უს­ვამს. დი­კის გვერ­დით ათ წე­ლი­წადს ყოფ­ნით ნი­კო­ლი იკურ­ნე­ბა. რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ამე­რი­კა ჯა­ზის ეპო­ქას მო­უ­ცავს; როცა ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რდა­თა ერთი ნა­წი­ლი ევ­რო­პა­ში ეძებს შვე­ბას. ახა­ლი, თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში კი მთა­ვარს – ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს – ივი­წყე­ბენ.     აკა მორჩილაძე - ტავერნა "ათი სექტემბერი"; ქალაქის მელიები შე­უძ­ლე­ბე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გიყ­ვარ­დეს და არ იც­ნობ­დე აკა მორ­ჩი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლია. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­და­წყვი­ტა, „ტა­ვერ­ნა „ათი სექ­ტემ­ბე­რი“ და „ქა­ლა­ქის მე­ლი­ე­ბი“ „იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ სე­რი­ა­ში გა­მო­ე­ცა. ეს ორი მო­თხრო­ბა ოცი­ო­დე წლის წინ და­ი­წე­რა და პირ­ვე­ლად 2012 წელს გა­მო­ი­ცა. სულ ახ­ლა­ხან კი წიგ­ნი მე­ო­რედ გა­მო­ვი­და და უკვე იყი­დე­ბა ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში. მისი ყდის დი­ზა­ი­ნი სე­რი­ის მთა­ვარ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ხაზს მიჰ­ყვე­ბა და ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. „აკა ხომ მო­ყო­ლის კა­ცია, მო­ყო­ლის მწე­რა­ლი, სულ ყვე­ბა, მა­გას­თან ლან­დე­ბიც კი ისე­თე­ბი არი­ან, რომ ხელი შე­ევ­ლე­ბათ, ისე­თე­ბი არი­ან, წყა­ლი შე­ას­ხა, ნამს მო­ი­კი­დე­ბენ“, - ზაალ ჩხეიძე, ლიტერატორი.     ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - "მე არ ვარ ნეონი" "მე არ ვარ ნეონი" - 2019 წლის ბესტსელერის  "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანია. თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს. „ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი,“ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი. „სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ეს რო­მა­ნი", - ლია თოფურია, რედაქტორი.   თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“   „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული. „მოპარული სიყვარული“ - ესაა რომანი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ზოგადად, ურთიერთობებზე. ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ელის დოჯსონი - "ამ მთისა და იმ ბარისა" "ამ მთისა და იმ ბარისა" ლიტ. კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის" გამარჯვებულის მესამე რომანია. „ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს სხვა თვალით დაანახვებს, თუნდაც, მის „ტოქსიკურ“ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს“, - ელის დოჯსონი. სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს... წიგნში ავტორი ხევსურულ დიალექტს იყენებს, ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა. „ელის დოჯსონის ამ ნაწარმოებმა ჩემს ხელში გაიარა და შესანიშნავი წიგნია. ავტორის წერის მანერა და აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებულია, ორიგინალურია, არ არის მასობრივი და ჩვეულებრივი, ყოველდღიური. ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად ჩაგვახედებს“, - ამირან არაბული.                  

24 ივნისი, 2020 წ.

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

ზაფხული დასვენების, გართობისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობის დროა. გთავაზობთ ტოპ 5 თინეიჯერულ წიგნს, რომლითაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ და ზაფხულის დღეებს კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებთ: გეილ ფორმანი - „მხოლოდ ერთი დღე“ ამერიკელი მწერალი, გეილ ფორმანი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის წერს. მისი წიგნის „თუ დავრჩები“ მიხედვით, რომელსაც ქართულენოვანი მკითხველიც იცნობს, ჯეი კატლერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ქლოუი გრეის მარეთსი და ჯეიმი ბლეკლი თამაშობენ. ქართველი მკითხველი კარგად იცნობს ამ რომანის გაგრძელებასაც - „სად წავიდა“. ახლახან კი ქართულ ენაზე ავტორის ახალი რომანი გამოიცა. ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს - მოწესრიგებულს, დალაგებულს და დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს, უილემს გაიცნობს - თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება. ამ უჩვეულო გადაწყვეტილებას რისკიანი, რომანტიკული, თავისუფლებითა და ინტიმით დატვირთული დღე მოსდევს: 24 საათი, რომელიც ელისონის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის. რეიჩელ ლიპინკოტი - „ორი ნაბიჯი შენამდე“ GoodReads Choice Awards 2019-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგნი. ამავე წელს გამოვიდა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული მელოდრამაც. ნა­წარ­მო­ე­ბი სტე­ლა გრან­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი­თაა შე­პყრო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად, სტე­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რომ არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს არა­ფერს, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის ფილ­ტვე­ბის გა­და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. ერ­თა­დერ­თი რამ კი, რაც უილ ნი­უ­მენს უნდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გაღ­წე­ვაა. სუ­ლაც არ აღელ­ვებს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ახა­ლი, სა­ო­ცა­რი წამ­ლის გა­მოც­და. მალე 18 წლის გახ­დე­ბა, მო­იხ­სნის ყვე­ლა აპა­რატს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიღ­მა, რე­ა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს... სარა ჯ. მაასი - „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ სარა ჯ. მაასის ტრილოგიის პირველი ნაწილი. ფენტეზისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა ეს წიგნი არ უნდა გამოტოვონ. წიგნის ორიგინალური ყდის შიგნით მკითხველს დაძაბული, რომანტიკული და დამაინტრიგებელი სამყარო ელის. ოდეს­ღაც დი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხი, გა­ღა­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ციხე-დარ­ბა­ზი­დან პა­ტა­რა კო­ტე­ჯში გა­და­სახ­ლდე­ბა. სამი დი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ცხრა­მე­ტი წლის ფერა იძუ­ლე­ბუ­ლია, შიმ­ში­ლით რომ არ და­ი­ხო­ცონ, ძა­ლი­ან სა­შიშ ტყე­ში ინა­დი­როს ხოლ­მე. ერთ დღეს, ფერა ტყე­ში მგელს მოკ­ლავს. იმა­ვე სა­ღა­მოს, მას შინ მხე­ცის­მაგ­ვა­რი არ­სე­ბა შუ­რი­სა­ძი­ებ­ლად მი­ად­გე­ბა. მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მა­გი­ით მო­ცულ მხა­რეს ფერა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლე­გენ­დე­ბი­დან იც­ნობს და მალე აღ­მო­ა­ჩენს, რომ მისი და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი კი არა, ტემ­ლი­ნია - სა­ში­ში, უკ­ვდა­ვი ფეა. მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“ „წიგ­ნის ქურ­დი“ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ავ­ტო­რის, მარ­კუს ზუ­ზა­კის რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მი­დან ძა­ლი­ან მალე მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის გული და­ი­პყრო და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა. წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე 2015 წელს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და პრო­ექტ „ლი­ბერ­თინ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი მკი­თხველ­თა მო­თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნახ­ლდა. ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. ეს ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა. 1939 წელი, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია. ქვე­ყა­ნა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ასე­თი მო­უც­ლე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ცხრა წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს თვი­თონ იწყებს წე­რას. რო­მან­ში ბევ­რი რამ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია. რუტა სეპეტისი - „რუხ ჩრდილებს შორის“ ამერიკელი მწერლის რუტა სეპეტისის წიგნის მთავარი გმირი ლიტველი გოგონაა. ლინა ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და...სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში.  

19 ივნისი, 2020 წ.

5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის - რა შევურჩიოთ პატარებს ზაფხულის არდადეგებისთვის?

ზაფხულში ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, იმდენად, რომ გართობასთან ერთად, შემეცნებითი აქტივობებით დაკავებას და არდადეგების ნაყოფიერად გატარებას შეძლებენ. ამაში კი, ჩვენი - უფროსების დახმარება დასჭირდებათ. 6-8 წლის ბავშვების წიგნთან დამეგობრება მნიშვნელოვანია, ამისთვის მათ ჩვენი რეკომენდაციები სჭირდებათ. შეგვიძლია, გავიხსენოთ, თავად რას ვკითხულობდით ამ ასაკში და მოვუყვეთ ჩვენი გამოცდილებისა და ემოციების შესახებ. ამით მათ ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო გავუმძაფრებთ. გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც პატარებს ზაფხულის არდადეგების სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებაში შეუწყობს ხელს: ვინი პუჰის თავგადასავლები ვინი პუჰი ყველა ბავშვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში პატარა გაეცნობა ოთხ ჯადოსნურ მოთხრობას, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს გვიამბობს. წიგნის გვერდები გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვს თვალწინ დაუხატავს მოთხრობილ ამბებს. ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში; რა ნახა ელისმა სარკის მიღმა აბსურდის ჟანრის ლიტერატურის შედევრებად აღიარებულ ამ ნაწარმოებებში, რომლებიც უხვადაა გაჯერებული მათემატიკური, ლინგვისტური თუ ფილოსოფიური ხუმრობებითა და ილუზიებით, მოთხრობილია პატარა გოგონას ელისის ამბავი, რომელიც ხვდება უცნაური არსებებით დასახლებულ წარმოსახვით სამყაროებში. ავტორის მიერ შემოთავაზებულმა თხრობის სტილმა და სტრუქტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ხელოვნების მრავალ დარგზე. "ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ პირველად 1864 წელს გამოიცა. წიგნი ინგლისელმა მხატვარმა და კარიკატურისტმა სერ ჯონ ტენიელმა დაასურათა. ტენიელსვე ეკუთვნის ლუის კეროლის მეორე ნაწარმოების, „რა ნახა ელისმა სარკის მიღმა“, ილუსტრაციები. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ დავით ახალაძის თარგმანის გასაფორმებლად სწორედ ეს ილუსტრაციები გამოიყენა. პატარა პრინცი „პატარა პრინცი“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა 1944 წელს ფრანგული რევიერის თავზე ავიაკატასტროფაში დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა და თავადვე დაასურათა. ეს არის ზღაპარი-იგავი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარზე: ჩვენს პალნეტა დედამიწაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე, სიყვარულსა და მოვალეობაზე... და კიდევ, სილამაზეზე. ნეტავ, მალე გავიზრდები?! არ დაგვავიწყდეს ლექსებიც, რომლითაც ბავშვები ენას გაიტეხენ."ნეტავ, მალე გავიზრდები?!" თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან. კოსმოსი ეს არის წიგნი მოძრავი ჩანართებით, რომლის საშუალებითაც, ბავშვები აღმოაჩენენ კოსმოსის საოცრებებს დედამიწის ორბიტიდან შორეულ გალაქტიკებამდე. ამ წიგნიდან შეიტყობენ, რა პროცესი მიმდინარეობს ვარსკვლავების წიაღში, რას წარმოადგენს პლანეტები და როგორ არის აგებული კოსმოსური ხომალდი. გაეცნობიან საოცარ ფაქტებს და დაათვალიერებენ ილუსტრაციებს, რომელთა საშუალებით, ჩვენს საოცარ სამყაროს უკეთ გაიცნობენ.

17 ივნისი, 2020 წ.