15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ახალი წიგნები



თვის ბესტსელერები



ბლოგი


სტივენ კინგი - სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მწერალი

ჰორორისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარული რომც არ იყოთ და მისტიკა საერთოდ არ გიტაცებდეთ, სტივენ  კინგის სახელი მაინც გეცოდინებათ. სტივენ კინგი არის მწერალი, რომელიც თანამედროვე მასობრივ კულტურას ქმნის და, ამავდროულად, მის სახეს წარმოადგენს - ანუ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული - ამერიკული მითის შემადგენელი ნაწილია. 54 რო­მა­ნი და 200 მო­თხრო­ბა 350 მლნ-ზე მეტი გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რით – ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ამ­ჟა­მად სტი­ვენ კინ­გის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია. მისი წიგ­ნე­ბით არა­ერ­თი რე­ჟი­სო­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. მი­სი­ვე სცე­ნა­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი კი ყო­ველ­თვის კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი­სა და კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბის და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს იმ­სა­ხუ­რებს. გარ­და ამი­სა, მას და­წე­რი­ლი აქვს არა­ერ­თი სას­ცე­ნო ტექ­სტი, რო­გორც ფან­ტას­ტი­კის, ისე­ვე არა­ფან­ტას­ტი­კის ჟანრ­ში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: ბრემ სტოკერის პრემია, ო'ჰენრის პრემია, ფენტეზის მსოფლიო პრემია. 2003 წელს ამერიკის წიგნის ეროვნულმა ფონდმა ოქროს მედლით დააჯილდოვა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. სტივენ კინგი ქართველ მკითხველშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. საკმაოდ ცნობილია მისი რომანების სერია „ბნელი კოშკი“. კინ­გმა რო­მა­ნე­ბის ციკ­ლის "ბნე­ლი კოშ­კის" გა­მო­ცე­მა 1982 წელს და­ი­წყო. იგი ფენ­ტე­ზის, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის, ჰო­რო­რის, ვეს­ტერ­ნი­სა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, მე­ლოდ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ზა­ვია. ცნო­ბი­ლია, რომ კინ­გის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა რო­ბერტ ბრა­უ­ნინ­გის პო­ე­მა "ჩა­ილდ რო­ნალ­დი ბნელ კოშკს მი­ად­გა" და ასე­ვე ტო­მას ელი­ო­ტის "უნა­ყო­ფო მიწა". ბნელი კოშკი - მსროლელი სტივენ კინგის „მსროლელი“ თავიდან ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალში Fantasy & Science Fiction, მაგრამ თანდათან რვა წიგნისგან შემდგარ „ბნელი კოშკის“ საგაში გადაიზარდა და, ავტორის თქმით, მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა. „მსროლელი“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი, მის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი 2017 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. უკანასკნელი მსროლელი როლანდ დისქეინი უკვე მრავალი წელია, შეუპოვრად დაეძებს იდუმალ ბნელ კოშკს _ ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძს, რომელიც სამყაროებს განადგურებისგან იცავს. როლანდს ძველი მეტოქის, ძლევამოსილი დაცბიერი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი მეშვეობით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს. ამ საქმეში კი მას უჩვეულო დამხმარე გამოუჩნდება. ბნელი კოშკი - ჯადოქარი და ბროლი "ჯადოქარი და ბროლი" ციკლის მეოთხე წიგნია. მესამე წიგნის,"უნაყოფო მიწების", ბოლოს ბლეინი ,კომპიუტერით მართული შეშლილი მატარებელი, როლანდსა და მის კა-ტეტს უცხადებს, რომ თუ გამოცანების შეჯიბრებაში ვერ დაამარცხებენ, ლიანდაგიდან გადავა. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრებით იწყება "ჯადოქარი და ბროლი", რომელშიც ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებთ.რა მოხდა მას შემდეგ, რაც როლანდმა კაცობის გამოცდა ჩააბარა და მასწავლებელი დაამარცხა? ვინ არის სიუზენი, რატომ ერჩის მას კუდიანი რია? მეოთხე ნაწილში მრავალი საიდუმლო გამჟღავნდება... ბნელი კოშკი - კალას მგლები „კალას მგლები“ ციკლის მეხუთე წიგნია. ავტორი მკითხველს ამჯერადაც საინტერესო და იდუმალებით მოცულ სამყაროში ეპატიჟება. რა არის კალა და რა სურთ მათ მის მცხოვრებლებს? ვინ არის უცნაური მღვდელი, საკუთარ თავს მამა კალაჰენს რომ უწოდებს? რა მაგიური ძალა იმალება მის ეკლესიაში? საით მიდის გამოქვაბული, რომლისაც ყველას ეშინია? რა უნდა სუზანას სხეულში დაბადებულ მიას? ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან თანდერკლეპიდან ჩამოსული მგლები, რომლებიც კალელებს შიშის ზარს სცემენ? ბნელი კოშკი - სუზანას სიმღერა წიგნი კალაში გაჩხერილი როლანდისა და კა-ტეტის დანარჩენი წევრების მანებთან საუბრით იწყება. შეძლებს თუ არა მსროლელი ამჯერადაც დახშული კარის გაღებას და მისი საშუალებით იმ სამყაროში გადასვლას, საითაც სუზანა/მია წავიდა? ვინ არის ის იდუმალი ავსული, რომელიც მიას სხეულს დაეპატრონა? დაეხმარებიან, თუ არა კარის გაღებაში მსროლელს მანელი ქენთაბი და მისი თანამოძმენი? ვინ არის ის იდუმალი მწერალი, რომელსაც, ბნელ კოშკთან ერთად, როლანდის კა-ტეტის ბედისწერა ხელთ უპყრია? ასევე. ძალიან პოპულარულია სტივენ კინგის შემდეგი ნაწარმოებები: ის რომანი მოგვითხრობს შვიდ ბავშვზე, რომლებსაც ატერორებს უცნობი არსება, რომელიც საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს. როდესაც შტატ მენის ქალაქ დერიში ბავშვების გაუჩინარება დაიწყება, რამდენიმე ბავშვი საკუთარ ყველაზე დიდ შიშს გადაეყრება და მოუწევთ გამკლავება ბოროტ ჯამბაზ პენივაიზთან, რომლის სისასტიკის გამოვლინება და მსხვერპლთა ნუსხა საუკუნეების მიღმა იკარგება. თხრობა მიმდინარეობს პარალელურად დროის სხვადასხვა ინტერვალში, რომელთაგან ერთ-ერთი შეესაბამება მთავარი პერსონაჟის ბავშვობას, ხოლო მეორე - გვიანდელ წლებს. შინაური ცხოველების სასაფლაო რომელია სტივენ კინგის ყველაზე საშიში წიგნი? ამ შეკითხვაზე პასუხი, როგორც წესი, სუბიექტურია ხოლმე და, ალბათ, თავად ავტორიც სუბიექტური იყო, როცა ამავე წიგნის შესავალში ყველაზე საშიშ წიგნად სწორედ „შინაური ცხოველების სასაფლაო“ დაასახელა. თუმცა, თუკი ვინმეს ამ შეფასებაში შეიძლება ვენდოთ, ეს სწორედ სტივენ კინგია. „შინაური ცხოველების სასაფლაო“ არის ისტორია ყველაზე წმინდა ადამიანური გრძნობებისა და ამ გრძნობებით გამოწვეული ყველაზე მძიმე ტკივილების შესახებ... ნაშუაღამევის ოთხი წუთი 1ტ "ნაშუაღამევის ოთხი წუთი" პირველი ტომში შესულია: "ლანგოლიერები" და "საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი"; ნაშუაღამევის პირველი წუთი ,,აქ თვითმფრინავში ხარ გამომწყვდეული და ჯოჯოხეთისკენ მიფრინავ." საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი ნაშუაღამევის მეორე წუთი ,,აქ მწერლის ყველაზე საშინელი ღამეული კოშმარების დემონურ სიღრმეებში ხარ შეტყუებული." ნაშუაღამევის ოთხი წუთი 2ტ ბიბლიოთეკის პოლიციელი -ნაშუაღამევის მესამე წუთი „აქ ერთი ისეთი საიდუმლოსთვის ცდილობ ფარდის ახდას, როგორსაც პატარა ქალაქი არასოდეს მოსწრებია“. მზის ძაღლი - ნაშუაღამევის მეოთხე წუთი „აქ მზერა საშინელი მხეცისკენ გაქვს მიპყრობილი, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავხარ“. ქრისტინი ეს ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო. 17 წლის არნი კა­ნინ­გე­მი ქრის­ტი­ნის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვდა, რომ მის და­სა­უფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს იზამ­და. ქრის­ტი­ნი ქალი არ არის, მაგ­რამ არნი კა­ნინ­გემს თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარს. ქრის­ტი­ნი ქალი არ არის, მაგ­რამ არ­ნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ ის მისი მე­ტო­ქეა და მისი უჩ­ვე­უ­ლო ძალა აფრ­თხობს. ქრის­ტი­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნაა, ძვე­ლი "პლი­მუ­თი", რო­მელ­შიც ავი სუ­ლით შე­პყრო­ბი­ლი მო­ხუ­ცის სუ­ლია ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი და ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სძულს, გარ­და თა­ვი­სი პატ­რო­ნი­სა... სიზმართმჭერი ხვალ ოთხი მეგობარი იმ ადგილისკენ გაემგზავრება, რომელსაც "კედელში გაკეთებული ხვრელი" ჰქვია. წინ ნანატრი რვა დღე ელოდებათ. უღრანი ტყე, ბავშვობისდროინდელი საყვარელი ქოხი და დიდი ნადირობა. ნოემბრის ყოველწლიური რვადღიანი შეხვედრები მალე აღარ შედგება, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არავინ იცის. ნამდვილი წყვდიადის დაგმომადე კიდევ დროა, თუმცა ის ახლოვდება. წყვდიადი ახლოვდება.  

04 ივნისი, 2020 წ.

მოემზადე სკოლისთვის - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და შევაჩვიოთ მეცადინეობას

თამაშით სწავლა - ეს ის მიდგომაა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. მიჩნეულია, რომ ბავშვი ყველაზე კარგად თამაშის დროს ვითარდება, უჩნდება და უვითარდება ახალი უნარ-ჩვევები, იღებს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება და მისი ხასიათის განმსაზღვრელიც გახდება. თამაშს გადამწყვეტი როლი აქვს პიროვნების სრულფასოვან ჩამოყალიბებაში. მოზარდი თამაშით იძენს არამხოლოდ მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს, თამაშზეა დამოკიდებული მისი გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარება. განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია სასწავლო პრეცესში თამაშიც ჩართეს. რადგან კვლევებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ თამაში ბავშვისთვის სწავლის ყველაზე კარგი საშუალებაა. საქართველოში ეს მიდგომა ნელ-ნელა ვითარდება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის გამომცემლობებსაც, რომლებიც ამზადებენ არაერთ სპეციალურ წიგნს თუ კრებულს და ბავშვებს თამაშით სწავლაში ეხმარებიან. ქართულ ბაზარზე გამორჩეულია პალიტრა L-ის სერია „მოემზადე სკოლისთვის“, რომლის ფარგლებში გამოცემული წიგნებიც ბავშვს ეხმარება ყველა იმ აუცილებელი უნარის განივითარებაში, რომელიც მას სკოლის დასაწყებად ან სკოლაში კარგად სწავლისთვის სჭირდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი წიგნები განსაკუთრებით აქტუალურია სკოლის დაწყებამდე პერიოდში, რადგან ბავშვები მეტ-ნაკლებად ეჩვევიან სწავლას, ვარჯიშს, წესრიგს. შემდეგ კი სკოლაში მეცადინეობა აღარ უჭირთ. აღნიშნული წიგნები მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება, მაგალითად, იმაში, რომ წაიკითხონ ინსტრუქცია და გაიგონ, რა მოეთხოვებათ, ან მოემზადონ ციფრებისა და ასოების გამოსაწერად, მიეჩვიონ ელემენტარულ მიმატება-გამოკლებას. უფრო პატარებს კი მოტორიკის განვითარებაში ეხმარება. ყოველდღიურად მსგავსი დავალებების შესრულების შემდეგ ბავშვები სკოლაში სწავლას, დავალებების შესრულებას მიეჩვევიან და რეჟიმში ყოფნა აღარ გაუჭრდებათ, სწავლის პროცესი კი სახალისო და მარტივი იქნება.   სუპერჭკვიანის წიგნები - სხარტად რომ ვიაზროვნოთ; სუპერჭკვიანის წიგნები - გავივარჯიშოთ მეხსიერება; სუპერჭკვიანის წიგნები - ვემზადებით წერისთვის; სუპერჭკვიანის წიგნები - ქართული ანბანი და პირველი სიტყვები; სუპერჭკვიანის წიგნები - ვკითხულობთ დამარცვლით; სუპერჭკვიანის წიგნები - ვავარჯიშებთ ყურადღებას.  

04 ივნისი, 2020 წ.

ქართველი ავტორების ტოპ 5 წიგნი სიყვარულზე

ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებისათვის მხატვრული ლიტერატურა ნამდვილი შვებაა. კარგი წიგნი თავგადასავალია, ახალი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ნამდვილი საბადო. საინტერესო სიუჟეტით, რომელიც რეალობას მოგწყვეტთ და რომანის გმირებთან ერთად გამოგზაურებთ, თქვენს გონებას ნამდვილად კარგ დასვენებას მოუწყობთ. გთავაზობთ ქართველი ავტორების 5 წიგნს სიყვარულზე: ნათია ჯაგოდნიშვილი - „ცდუნება“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული. „ცდუნება“ გამოცემიდან მალევე გახდა ქართველი მკითხველისათვის საყვარელი წიგნი. მის მთავარ გმირებს ე.წ. „ფანებიც“ კი გამოუჩნდა. წიგნმა მოწონება, ძირითადად, თინეიჯერებში დაიმსახურა, თუმცა ავტორის მიერ ოსტატურად მოთხრობილი სიყვარულის ისტორია არცერთი ასაკის მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. ესაა ემოციებით სავსე რომანი, რომლის კითხვისას, პერსონაჟებთან ერთად განიცდი, გტკივა და გიხარია. ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის _ საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას...   თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული. „მოპარული სიყვარული“ - ესაა რომანი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ზოგადად, ურთიერთობებზე. ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.   გვანცა გუბელაძე - „შულამელი გოგონები“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული. უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგრამ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა. და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა... „ავტორი ცდილობს, ორი სხვადასხვა სამყარო კომპოზიციურად დააკავშიროს ერთმანეთთან, ისტორიის წიაღში საკუთარი ალტერეგო მოძებნოს, ორი სხვადასხვა ამბავი ერთ ამბად აქციოს. სწორედ ამ ეტაპზე კარგად ჩანს ავტორის გემოვნება და განათლება." - დიანა ანფიმიადი, მწერალი. „ავ­ტო­რი მოგ­ვი­თხრობს სხვა­დას­ხვა ქალ­ზე, მოგ­ვი­თხრობს თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე, სხვებ­ზე და ამა­ვე დროს, ეს არის მისი გო­ნებ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი ჭრი­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი. რო­მან­ში სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმი­დან იმა­თი ხმა უერ­თდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ლეს ხმას და იქ­მნე­ბა ერ­თგვა­რი სა­მა­ია, კომ­პო­ზი­ცი­უ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტურ­გი­უ­ლა­დაც, პირ­ვე­ლი წიგ­ნის­თვის არის ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი,“ - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მწერალი. „დინამიკურ ეპიზოდებს ცვლის დამაჯერებელი ფსიქოლოგიური წიაღსვლები, ერთი ეპოქის ამბიდან მეორე თუ მესამე ეპოქის ამბავზე გადასვლა ხდება არა ხისტად, არამედ ბუნებრივად, რბილად, რაც განაპირობებს იმას რომ ნაწარმოებიც იკითხება რბილად, ძალდაუტანებლად, კომფორტულად." - თამრი ფხაკაძე, მწერალი.   თამარ გოდერიძე - „ყვავილები სახლთან ახლოს“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული. „თურმე მაშინ მოდის სიმშვიდე, როცა სხვებთან კი არა, საკუთარ თავთან აღარ გჭირდება არაფრის მტკიცება.“ ახალგაზრდა ქალის, მარტოსული კესანეს ცხოვრებაში დგება მომენტი, რაც მის ბავშვობასთან, მის დიდ და ერთადერთ სიყვარულთან კვლავ შეხვედრას განაპირობებს. და აქედან იწყება ახალი ეტაპი, ახალი გზა სრულიად სხვა ქვეყნისკენ, სხვა ცხოვრებისკენ. კესანეს და რონეს საფრანგეთში დიდი წარმატებები ელოდებათ, დიდი სიყვარული და დრამატული მოვლენები... „ავტორს თხრობის განსხვავებული სტილი, დამახასიათებელი მანერა აქვს; მისეული პოეზია და პროზა ჰარმონიულად ემსახურება სათქმელს,“ - ლია თოფურია, რედაქტორი.   ელის დოჯსონი - „რაფლეზია“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული. მ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დიდი და ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლია რაფ­ლე­ზია, მაგ­რამ მისი სი­ლა­მა­ზით დატ­კბო­ბა შო­რი­დან ჯობს, რად­გან შხა­მი­ა­ნია. რაფ­ლე­ზია პა­რა­ზი­ტია, სხვა მცე­ნა­რე­ე­ბის ხარ­ჯზე ხა­რობს და... გვა­მის სუნი ას­დის... ოცწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლი გაქ­რა. ოდეს­ღაც სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის თი­თო­ე­უ­ლი ჟეს­ტიც კი აღი­ზი­ა­ნებს, ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა აუ­ტა­ნელ რუ­ტი­ნად ექცა და მიხ­ვდა, რომ არი­ან სი­ა­მის ტყუ­პი­ვით, თით­ქოს ერთი მოკ­ვდა და მე­ო­რე ზი­დავს ამ მძორს... სწო­რედ ამ დროს სულ­ზე მო­უს­წრო მივ­ლი­ნე­ბამ მა­რო­კო­ში, სა­დაც თურ­მე სიყ­ვა­რუ­ლი ელო­და, მა­რა­ქე­შის მზის სხი­ვე­ბი­ვით მწვე­ლი და თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სიყ­ვა­რუ­ლი. ან­და­მა­ტი­ვით მიმ­ზიდ­ვე­ლია ანა­ლი­ზა, მზე­ზე მო­ხა­ლუ­ლი კა­ნით, ლურჯთ­ვა­ლა და ცე­ცხლო­ვა­ნი... მის გვერ­დით ხე­ლახ­ლა და­ი­ბა­და და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა - ანა­ლი­ზას ვე­ღა­რა­ფე­რი და­ა­შო­რებს! მაგ­რამ... რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს რწმე­ნამ, რო­მე­ლიც, წე­სით, სიყ­ვა­რულ­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას უნდა ქა­და­გებ­დეს, და რა შუ­ა­შია რაფ­ლე­ზია - თვალ­წარმ­ტა­ცი ყვა­ვი­ლი, რო­მელ­საც გვა­მის სუნი ას­დის... წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვია პა­სუ­ხი ამ კი­თხვებ­ზე.

04 ივნისი, 2020 წ.

5 წიგნი კულინარიის მოყვარულებისათვის

კულინარია ზოგი ჩვენგანისათვის ჰობია, ზოგისთვის ძირითადი საქმიანობა ან ვალდებულება. ნებისმიერ შემთხვევაში, სიახლეების აღმოჩენა, სხვადასხვა მარტივი თუ ტრადიციული კერძის მომზადების შესწავლა ან უკვე კარგად ნაცადი მეთოდის გადახედვა მზადებისა და დაგემოვნების პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. წიგნები, რომელთაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, ბევრისთვის ალბათ სამაგიდო გახდება და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ კულინარია - ეს ხელოვნებაა.   იტალიური სამზარეულო იტალიელები ხომ დიდი ფანტაზიორები არიან და მათი სამზარეულოს მთავარი ,,ინგრედიენტიც" ფანტაზია და გამომგონებლობაა! ერთი შეხედვით მარტივი და ნაკლებად საინტერესო მაკარონიც კი და მისი მრავალფეროვნება იტალიელების შემოქმედებით ხასიათზე მეტყველებს. ისინი თამაშობენ ცომით, ბრინჯით და სასწაულებს ქმნიან. ამ წიგნით მათი ჯადოქრობის მოწმე გახდებით, მათი რჩევით მოამზადებთ პიცას, მინესტრონეს, რიზოტოს, მოივლით მთელ იტალიას, ჩრდილოეთში კარაქს დააგემოვნებთ, სამხრეთში - ზეითუნის ზეთს და თქვენს კერძებს საუცხოოდ შეაზავებთ. ნამცხვრები ეს წიგნი მადისაღმძძვრელი ნამცხვრებისა და ტორტების რეცეპტებით მოგამარაგებთ. ასევე შეისწავლით გატოების, ტარტებისა და კექსების ცხობას. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, როემლსაც ტკბილეული არ უყვარს. ყველასათვის საყვარელი დესერტის თავად მომზადება კი უფრო სასიამოვნოა.   კლასიკური ქართული სამზარეულო ამ წიგნს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ქართული სამზარეულოს ენციკლოპედია; მოიცავს ტრადიციულ ქართულ რეცეპტებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ასევე, მოგვითხრობს ქართული სამზარეულოს ისტორიას. ისწავლით როგორ მოამზადოთ: წვნიანები, ხორცისა და თევზის, ბოსტნეულის, ყველის, კვერცხის კერძები, ასეცე ცომეული, დესერტი, მურაბები, საწებლები და მწნილები. წიგნში განხილულია საქართველოს რეგიონების კულინარიული თავისებურებანი, ქართული ღვინო, ყველი და პური. წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი ქართული ტრადიციული სამზარეულოს შესახებ, შემდეგ ძირითადი რეცეპტები, კლასიკური და ზამთრის მარაგები; მესამე ნაწილში კი გაეცნობით საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიულ თავისებურებებს. უკეთ გაიცნობთ ქართულ ღვინოს და აღმოაჩენთ უნიკალურ ქართულ ყველს, ამასთან, ქართული ხორბლის ჯიშებს და პურს. წიგნში შეხვდებით როგორც კლასიკურ, ასევე ჯერ თქვენთვის უცნობ, მივიწყებულ რეცეპტებს, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება და წარსულში გამოგზაურებთ. ისწავლით როგორ მოამზადოთ: ქათმის ჩიხირთმა, ხაში, მაწვნის და ბარდის შეჭამანდი, ინდაურის საცივი, მეგრული კუპატი, ყაურმა, იმერული, მეგრული ხაჭაპური, ასევე ხაბიზგინი, აჩმა, თონის ლობიანი, აჭარული ჰალვა, ჩურჩხელა, გოზინაყი, ბლის, საზამთროს, ლეღვის, კაკლის, ალუბლის, ვარდის მურაბა, აჯიკის, კიტრის მწნილი, ბაჟე და კიდევ უამრავი ქართული კერძი.   სპაგეტი სპაგეტი ძალიან ბევრი გურმანის საყვარელი კერძია. მსუბუქია, კარგადაც ანაყრებს და მისი მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს. ამ წიგნში 100-ზე მეტ უგემრიელეს რეცეპტს ნახავთ. სპაგეტი; ლინჯინი; ბუკატინი; ტალიეტელე; პეტუჩინი; პაპარდელე... სპაგეტის სახლში მომზადების წესები იდეალური საჩუქარია საპეგეტის მოყვარულთათვის.   პიცა ამ წიგნში თქვენ იხილავთ პიცის 50 – ზე მეტ იოლად მოსამზადებელ, ეკონომიურ, და, რაც მთავარია, უგემრიელეს რეცეპტებს, სადაც დეტალურად არის განხილული პიცის მომზადების ყველა ეტაპი. ეს ორიგინალური ფორმის წიგნი, პიცის თვალსაჩინო ილუსტრაციებით, საუკეთესო საჩუქარია ყველა დიასახლისისათვის!      

03 ივნისი, 2020 წ.