წიგნი
გვამი ბიბლიოთეკაში
ავტორი :
ფასი : 9.95 ლარი
ISBN : 978-9941-29-320-7
აღწერა : პოლკოვნიკმა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება, ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ. პირქუში ფინანსისტი, მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი _ ეს ყველაფერი კრისტისთვის დამახასიათებელ კლასიკურ სიუჟეტში ერთმანეთში იხლართება, რასაც მრავალი მოულოდნელობა და მცდარი კვალი ახლავს თან. ამას დაუმატეთ დიდებული სახლი, უცნაური სასტუმრო და მეტისმეტად რესპექტაბელური პატარა სოფელი. ჰო, არც მის მარპლი დაგავიწყდეთ...



Email