წიგნი
დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ავტორი :
ფასი : 12.99 ლარი
სერია : იკითხე კლასიკა
აღწერა :

სასიყვარულო სამკუთხედი“ ხომ ყველაზე ტრაგიკული და საბედისწერო კავშირია. თუმცა, იმ უამრავ ცხოვრებისეულ თუ ლიტერატურულ სამკუთხედს“ შორის, რომლებიც კაცობრიობას ახსოვს ან შეუქმნია, ჯეკლონდონისეული განსაკუთრებით სევდიანია. მდიდარი და წარმოსადეგი დიკ ფორესტის, მისი მშვენიერი მეუღლე პაოლასა და ძველი მეგობრის, ევან გრეხემის კავშირი, სასიყვარულო ურთიერთობის განვითარება და მოულოდნელი დასასრული არავის დატოვებს გულგრილს.
დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ ჯეკ ლონდონმა სიცოცხლის ბოლოს დაწერა. მწერალი, რომელსაც სახელი და აღიარება სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებმა მოუტანა, თავის საუკეთესო თხზულებად სწორედ ემოციით, გრძნობით, სენტიმენტებით, ინტრიგებითა და სიყვარულით სავსე ამ ნაწარმოებს მიიჩნევდა. წაიკითხეთ თქვენც და, იქნებ, დაეთანხმოთ კიდეც ავტორს.

Email