წიგნი
მოთხრობები
ავტორი :
ფასი : 9.95 ლარი
სერია : იკითხე კლასიკა
ISBN : 978-9941-29-296-5
აღწერა : როგორი არსება დაიბადება, თუკი უნიკალური ქირურგიული ოპერაციით ძაღლს ადამიანად გარდაქმნიან? გამოჩენილმა რუსმა მწერალმა, უკვდავი „ოსტატი და მარგარიტას“ ავტორმა, მიხაილ ბულგაკოვმა ამ შეკითხვას ვრცელ მოთხრობაში „ძაღლის გული“ უპასუხა. მის გმირს, პროფესორ პრეობრაჟენსკის, ზედმიწევნით მეცნიერული და, ამასთანავე, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ, რა გამოვიდა?..
წლების განმავლობაში მიხაილ ბულგაკოვი თავდაპირველი პროფესიით – ექიმად მუშაობდა. სოფლად გავლილი მდიდარი პრაქტიკა, როდესაც ქირურგობაც უწევდა, სტომატოლოგობაცა და მეანობაც, მან საოცარი მოთხრობების ციკლში – „ ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერებში“ ასახა.
ამ ციკლის თავისებურ გაგრძელებად აღიქმება კრებულში შეტანილი კიდევ ორი მოთხრობა. ერთი ექიმის უჩვეულო „თავგადასავლები“ ომის პირობებში ექიმის საქმიანობაზე მოგვითხრობს, „მორფი“ კი გადმოსცემს თვითგანადგურების გზას,რომელსაც ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი გადის...
Email