წიგნი
მონეტა N24 - ორი აბაზი
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
აღწერა : Av. გვირგვინი. პალმისა და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი: „ტფილისი“. Rv. ქართული ზედწერილი „უ“ _ (400) ქართული თეთრი ჩყვ (1806 წ.). რუსული ზედწერილი: ზარაფის ინიციალები „AK“.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ე.წ. თბილისის გუბერნია რუსეთის დაპყრობითი ომების პლაცდარმად იქცა. რუსულ ჯარსა და გუბერნიის რუსულ ადმინისტრაციას ხელფასს უხდიდნენ ასიგნაციებით (ქაღალდის ფულით) და ოქროს ე.წ. ლობანჩიკებით, რომელიც აღმოსავლეთში პოპულარული ჰოლანდიური დუკატების უკანონო მინაბაძი იყო. ადგილობრივ ბაზარზე ქაღალდის ფულს გასავალი არ ჰქონდა. ლობანჩიკების ფასი კი ვერცხლთან მიმართებაში თანდათან ეცემოდა. ამის ძირითადი მიზეზი ვერცხლის ფულის ნაკლებობა იყო. მიმოქცევაში ჯერ კიდევ შემორჩა ერეკლე II-ის დროინდელი მაღალხარისხიანი ვერცხლის სირმა აბაზები. ვინაიდან გზის სიშორისა და კავკასიის მთიელებთან წარმოებული ომების გამო, რუსეთიდან ვერცხლისა და სპილენძის ფულის ტრანსპორტირება ვერ ხერხდებოდა, 1804 წლიდან თბილისში აღადგინეს ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ქართულწარწერიანი ვერცხლისა და სპილენძის ფული ერეკლე II-ის დროინდელი ფულადი სისტემით, რომლის უკნინესი ერთეული დინარი იყო, რაოდენობა კი მონეტაზე ქართული ასოებით აღინიშნებოდა. ზარაფხანა მოქმედებდა 1834 წლამდე და ჭრიდა ვერცხლის ორაბაზიანებს („უ“ 400), აბაზიანებს („ს“ 200), ნახევარაბაზიანებს („რ“ 100). სპილენძის ბისტს („კ“ 20), ნახევარ ბისტს („ი“ 10) და ფულს („ე“ 5).
Email