წიგნი
მონეტა N22 - ნახევარი ბისტი
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-539-4
აღწერა : Av. ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. Rv. ქართული ასომთავრული ზედწერილი: „ერეკლე“, სპარსული ზედწერილი და თარიღი ჰიჯრით: „იჭედა თბილისს 1178 წელს“ (1765-1766).
1744 წელს ირანის ასოცდაცხრაწლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762), ხოლო კახეთში 1762 წელს გამეფდა მისი ვაჟი ერეკლე II. ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებელმა სტატუსმა ასახვა პოვა 1765-1766 წლებში ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ ფულზე. მონეტაზე გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი და სამეფო რეგალიები.



Email