წიგნი
მონეტა N21 - ვერცხლი
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-538-7
აღწერა : Av. გვირგვინოსანი მეფე. Rv. ქართული ასომთავრული ზედწერილი: „მეფე გიორგი“.
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა. მიუხედავად ქვეყნის დაქსაქსულობისა, იგი შედარებით ძლიერი ხელმწიფე იყო. გიორგი II-ის ოფიციალური ტიტულია „მეფეთ-მეფე“. მიუხედავად იმისა, რომ XVI საუკუნეში საქართველო დანაწევრებულია, ამას არ ურიგდებიან ქართველი მეფე-მთავრები და ყველა ცალ-ცალკე იბრძვის გაერთიანებისთვის. გიორგი II-ის მოჭრილი მონეტა ნამდვილი შედევრია _ განცვიფრებას იწვევს ლითონის მცირე ფირფიტაზე დატანილი ქართველი მეფის პორტრეტი, რომელიც ზუსტად იმეორებს გელათის ფრესკაზე აღბეჭდილ მისივე გამოსახულებას. წარწერაც დახვეწილია და ტექნიკური და მხატვრული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი, ვიდრე მისი თანადროული მონეტები. ლითონის სინჯი და წონაც უფრო მაღალია. იმერეთის მეფე გიორგი II-ის მონეტები გვიდასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში XVI საუკუნის მიწურულამდე ეროვნული ხასიათის ქართული მონეტების მოჭრა არ შეწყვეტილა.
Email