წიგნი
მონეტა N20 - ბილონი
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ISBN : 230-0000-00-537-0
აღწერა : Av. ქართული ზედწერილი: „ყვარყვარე“. Rv. გამოსახულია თევზი.
სამცხის საათაბაგოს ჯაყელთა დინასტია ედგა სათავეში. დინასტიის ფუძემდებელი და მესხეთის პირველი დამოუკიდებელი მმართველი, სარგის I (1266-1285) იყო. საქართველოში მონღოლთა გაბატონების შემდეგ, ჯაყელები მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ანუ მაშინდელ სამცხე-საათაბაგოს სამთავროში ბატონობდნენ. სამცხე ძლიერი სამთავრო იყო XIII-XVI სს-ში. ჯაყელების რეზიდენცია ქალაქი ახალციხე გახლდათ. მესხეთის ძლიერი ფეოდალი, ყვარყვარე ჯაყელი (1451-1499), იწყებს მონეტების მოჭრას. მონეტის მოჭრა მეფის უფლება გახლდათ. ამ მონეტის არსებობით ირკვევა, რომ XV ს-ში საქართველოში სახელმწიფო მონეტის გვერდით ჩნდება ე. წ. „ფეოდალური“ ანუ მთავრის მიერ მოჭრილი მონეტა. ყვარყვარეს მიერ მონეტაზე საკუთარი სახელის აღნიშვნა დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. უდავოა, რომ საქართველოს მთლიანობის დარღვევისთანავე, უზენაესი მფლობელის სხვა რეგალიებთან ერთად, ათაბაგმა საკუთარი ფულის მოჭრის უფლებაც მიითვისა. XV-XVI სს-ის საქართველოში მოჭრილ ფულზე ზარაფხანის სადაურობის აღნიშვნა აღარ წარმოებს. მესხეთში მოჭრილ მონეტებზე ქალაქის სახელწოდება არ არის მითითებული, თუმცა ფული ათაბაგების სამფლობელოს რეზიდენციაში, კერძოდ, ახალციხის ზარაფხანაში იჭრებოდა.
Email